https://sputnik-georgia.com/20210702/zurabishvili-ashsh-damoukideblobis-dges-ulocavs-252198262.html
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Sputnik საქართველო
კელი დეგნანის რეზიდენციაში საზეიმო მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის... 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T20:53+0400
2021-07-02T20:53+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24762/86/247628667_0:184:3296:2048_1920x0_80_0_0_9569ac1c21f22c474fa76c286042e460.jpg
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული — დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის ძირითადი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების პატივსაცემად აღინიშნება. 1776 წლის 4 ივლისს 13 შტატის წარმომადგენლებმა ფილადელფიის ქალაქის სათათბიროს შენობაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთის სამეფოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.ეროვნულ დღესასწაულთა დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოში საზეიმო მიღება იმართება, რომელსაც ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.
https://sputnik-georgia.com/20210607/ra-unda-gakeTdes-saqarTveloSi-investorebis-mosazidad-aSS-is-federaluri-mTavrobis-rCevebi-251958846.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24762/86/247628667_0:0:3260:2048_1920x0_80_0_0_859e2c5078efde456d4226f9a61de89c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
20:53 02.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) კელი დეგნანის რეზიდენციაში საზეიმო მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული — დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის ძირითადი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების პატივსაცემად აღინიშნება. 1776 წლის 4 ივლისს 13 შტატის წარმომადგენლებმა ფილადელფიის ქალაქის სათათბიროს შენობაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთის სამეფოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
„მინდა მივულოცო ამერიკას და ქართველ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. ჩავთვალე, რომ ელჩის რეზიდენციაში ჩემი ყოფნა აუცილებელი იყო, რათა პირადად მიმელოცა ელჩისთვის. გვსურს გავაგრძელოთ ასეთი შინაარსიანი მეგობრობა და თანამშრომლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ეროვნულ დღესასწაულთა დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოში საზეიმო მიღება იმართება, რომელსაც ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.