„არც ისე უდარდელი და ლამაზი...“ – ხატია სიჭინავამ ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა

© courtesy of Khatia Sichinavaრამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ყოფილი ტელეწამყვანი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკუთარ ბავშვობაზე და მძიმე პერიოდზე მოუყვა. ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ხატია სიჭინავა.
ყოფილმა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს სკოლის პერიოდში გადაღებული ფოტო გაუზიარა და საკუთარი წარსულის შესახებაც ისაუბრა. როგორც ის წერს, ამ ფოტოზე მე-9 კლასის მოსწავლეა, არც ისე ლამაზი, არც ისე შეძლებული ოჯახიდან და არც ისე უდარდელი.
სიჭინავა წერს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, იქიდანვე მხიარული იყო და პოზიტიურად განწყობილი ცხოვრების მიმართ, რწმენით, რომ საკუთარ ადგილს იპოვიდა ცხოვრებაში. აღმოჩნდა, რომ ამ ფოტოს გადაღებიდან ორ წელიწადში ხატიას მშობლები დაშორდნენ, ის კი დედაქალაქში წავიდა მარტო საცხოვრებლად, სადაც ჟურნალისტიკაზე ჩააბარა და დაიწყო მუშაობა გაზეთ „რეზონანსში“, სადაც სტატიაში 5 ლარს უხდიდნენ.
„მერე იქნება გრძელი გზა. ბევრი წინააღმდეგობები და ბევრი განსაცდელი. ასევე ბევრი ტკბილი მოგონება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი დღემდე. უკან მომყვებოდა ბევრის ღიმილი და ბევრი უმისამართოდ ნასროლი ქვა. საბედნიეროდ, გამჭვირვალე გავხდი წლების განმავლობაში, ქვა არ მხვდება. სამაგიეროდ მაძლიერებს თითოეული თბილი სიტყვა. ამ ფოტოთი კი მინდა თინეიჯერებს ვუთხრა: თუ ძალიან მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია და ყველა ოცნება ასრულებადია. დანარჩენი გრძელი ისტორიაა, დაიღლებით“, – წერს ხატია სიჭინავა.
ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან. რამაზ ნოზაძეს და ხატია სიჭინავას ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უმცროსი - ნანატრი ვაჟი წყვილს რამდენიმე თვის წინ შეეძინა.
ყველა ახალი ამბავი
0