„თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი: გუშინ დავინახეთ, რომ სახელმწიფო გვიცავდა

© Sputnik / Alexander Imedashvili Sputnik-ის მიკოროფონი
 Sputnik-ის მიკოროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი „პრაიდის კვირეულის“ პირველ დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე და პოლიციის მხრიდან დაძაბული ვითარების განმუხტვაზე საუბრობს.
თაბაგარი
„პოლიციამ იმუშავა ეფექტურად და დავინახეთ, რომ გუშინ სახელმწიფო გვიცავდა. 5 ივლისს დაგეგმილია ღია და საჯარო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ეს არის პრაიდ–კვირეულის მთავარი ღონისძიება – „ღირსების მარში სოლიდარობისთვის“. ჩვენ გამოვდივართ იმისთვის, რათა სოლიდარობასა და იმ პრობლემებზე ვისაუბროთ, რომელიც ამ თემს აწუხებს. ასევე მნიშვნელოვანია გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
1 ივლისს „თბილისი პრაიდის" ორგანიზებით სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის კვირეული დაიწყო. გუშინ პირველი ღონისძიების გამართვის ადგილზე ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა. კონტრაქციის მონაწილეები იმ დარბაზში შეჭრას ცდილობდნენ, სადაც კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0