თამთა შედანიამ მომავალი შვილის ფოტო გამოაქვეყნა – ბავშვის სქესი ცნობილია

© Photo: Tamta Shedania / FBთამთა შედანია
თამთა შედანია - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ცნობილი მოდელი ორსულადაა. ნახეთ უახლესი ფოტო სოციალური ქსელიდან, სადაც კარგად ჩანს მისი მომავალი შვილი.
მოდელი თამთა შედანია ორსულადაა. რამდენიმე დღის წინ მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ შიო-მღვიმის მონასტერში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ვიდეოში შეინიშნებოდა თამთას წამოზრდილი მუცელი. შემდეგ კი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც წამოზრდილი მუცელი უკვე აშკარა გახდა.
თამთამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა. „სხვა სიყვარული გზაშია“ – დაწერა თამთამ ფოტოს აღწერაში. „ასეთი მშობლების შვილი რაღაც საოცრება იქნება“, „საყვარელი“, „ბედნიერი და ჯანმრთელი მოევლინოს ვაჟკაცი დედამიწას“, – წერენ ფოტოს კომენტარებში. როგორც ჩანს, წყვილი ვაჟს ელოდება.
ცოტა ხნის წინ თამთა შედანიას ერთადერთი ქალიშვილი 7 წლის გახდა. დედამ გოგონას ზღაპრული დაბადების დღე ბუნებაში გადაუხადა. წვეულებას თამთას ქმარი და მისი შვილიც ესწრებოდნენ, რომელიც თამთას შვილთან მეგობრობს.
თამთა შედანია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, როგორც ჩანს, ქორწილს არ ჩქარობს. მისი რჩეული ინტერიერის დიზაინერი, 34 წლის სიმპათიური რატი რატიანია. რატი ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. რატიმ თებერვალში თამთას ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ და დაწერა: „მან კი თქვა“.
ცნობილი ქართველი მოდელი თამთა შედანია საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. მან ყვითელ პრესასთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი ერეკლე მანგოშვილი დააკავეს. თამთა რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ ფარხმალი არ დაყარა და პატარა მიას აღზრდას დამოუკიდებლად ახერხებს. სანამ ერეკლე მანგოშვილი თამთა შედანიაზე დაქორწინდებოდა, ორი ცოლი ჰყავდა, ერთ-ერთი იყო მომღერალი თაკო ვადაჭკორია.
ყველა ახალი ამბავი
0