საქართველოში ფართომასშტაბიანი სწავლება „სამოქალაქო უსაფრთხოება 2021“ ჩატარდა

სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
სწავლება შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით ერთობლივი ფართომასშტაბიანი სწავლება „სამოქალაქო უსაფრთხოება 2021“ გაიმართა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სახანძრო–სამაშველო სწავლება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანას ტყეში ჩატარდა.
საველე წვრთნების მიზანს საგანგებო სიტუაციების დროს მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობისას არსებული ძლიერი მხარეების და გამოწვევების დეტალური ანალიზი წარმოადგენდა.
სწავლება ასევე ითვალისწინებდა საგანგებო სიტუაციებში მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების მიერ ეროვნული გვარდიის თანამშრომელთა და რეზერვისტების მომზადებას.
წინასწარ მომზადებული სცენარის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიის თანამშრომლები ტყის ხანძრებს უნდა გამკლავებოდნენ. მასშტაბური ტყის ხანძრები საქართველოს რამდენიმე რეგიონში ერთდროულად იყო „გავრცელებული“, რის გამოც სოფელ გორანას სიახლოვეს გაჩენილი ხანძრის „ჩასაქრობად“ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დახმარებისთვის ეროვნულ გვარდიას მიმართა. სცენარის მიხედვით, ძლიერი ქარის გამო არსებობდა ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხეც და საჭირო იყო ოპერატიული რეაგირება. 
ვაზიანის ბაზა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა
სწავლებაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომელიც „დაშავებულთა“ ევაკუაციისა და ტყის ხანძრის „ჩასაქრობად“ გამოიყენეს.
სწავლებაში მონაწილეობდა 180-მდე მეხანძრე-მაშველი და 150-მდე სამხედრო მოსამსახურე, ასევე სპეცტექნიკა.
სწავლების დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობა იყო რამდენიმე კერაზე ხანძრის ჩაქრობა, ხოლო ეროვნული გვარდიის ფუნქცია – ხანძრის შესაკავებლად სპეციალური ზოლის გაჭრა, საევაკუაციო ღონისძიებები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვა და სხვა ღონისძიებები.
ხანძრის ქრობის სამუშაოების მონიტორინგი სპეციალური საველე შტაბიდან ხორციელდებოდა.
სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. სწავლებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე სხვა მაღალი რანგის პირები.
ყველა ახალი ამბავი
0