საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებისკენ მიმავალ გზებს განაახლებს

© photo: Sputnik / Stringerწითელი ხიდი
წითელი ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
შეკეთდება აღმოსავლეთი–დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალის ორი მონაკვეთი: ალგეთი–სადახლოს 30 კმ სიგრძის გზა და რუსთავი–წითელი ხიდის 32 კმ სიგრძის გზა.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის 106,7 მლნ ევრო გამოუყო, იუწყება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და მოდერნიზება ქვეყანაში მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია.
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
საქართველოში აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო გზის კიდევ ერთი მონაკვეთი გარემონტდა
ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით შეკეთდება ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთი: ალგეთსა და სადახლოს შორის მდებარე 30-კილომეტრიანი მონაკვეთი და რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ შეიქმნება თანამედროვე და უსაფრთხო გზა, რომელიც საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დააკავშირებს.
მოდერნიზაციის შედეგად ავტომაგისტრალზე გაიზრდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობისა და სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები და გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკური და ტერიტორიული კავშირები. აღნიშული სამუშაოების განხორციელების შედეგად ასევე გაუმჯობესდება და გაადვილდება კავშირები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ავტობანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
EIB საქართველოს აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის მოდერნიზებისთვის 100 მლნ ევროზე მეტს გამოუყოფს
„აღნიშნული ინვესტიცია ემატება იმ 170 მილიონ ევროს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა მხოლოდ 2020 წელს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოყო", – აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, იგივე Е-60 ევროპაში სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც ბრესტში (საფრანგეთი) იწყება და ირკეშტამში (ყირგიზეთი) მთავრდება. საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვრიდან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროსთან, ფოთის პორტის მახლობლად, საიდანაც მარშრუტი თურქეთის საზღვრამდე გრძელდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კმ-ია.
საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიციების საერთო მოცულობა 2 მილიარდამდე ევროს შეადგენს, რაც ამ საფინანსო ინსტიტუტის მიერ ქვეყანაში ჩადებული კაპიტალის ნახევარია.
გზის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
საუკუნის პროექტი: რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მშენებლობა აქტიურად გრძელდება
ევრობანკის მიერ გამოყოფილი კრედიტი არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, აზიის განვითარების ბანკი) მიერ პროექტების 1,5 მილიარდი ევროთი ერთობლივ დაფინანსებას. საქართველოს მთავრობა პროგრამის მონაწილეა და მისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ამ ინიციატივის გაცხადებული მიზანია.
საქართველოში საქმიანობის მომენტიდან, 2007 წლიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა ინფრასტრუქტურულ, კერძო ბიზნესისა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის 23 პროექტში თითქმის 2 მლრდ-იანი ინვესტიცია დააბანდა.
2020 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 70 მლნ ევრო გამოყო საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად და 100 მლნ ევრო – ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0