https://sputnik-georgia.com/20210702/saqarTveloSi-salome-de-baia-Camodis-252197155.html
საქართველოში ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი სალომე დე ბაია ჩამოდის
საქართველოში ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი სალომე დე ბაია ჩამოდის
Sputnik საქართველო
ღონისძიება „ბლექ სი არენასა" და „მუსიკოსთა პარკის“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების კამპანიის - „გამოღვიძების" ფარგლებში გაიმართება. 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T18:47+0400
2021-07-02T18:47+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24163/79/241637951_0:26:999:591_1920x0_80_0_0_18b097113b60d05d376704e87382afd9.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. პარიზში მცხოვრები ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი სალომე დე ბაია (Salome De Bahia) 7 აგვისტოს Black Sea Arena-ზე გახსნის „მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერია „გამოღვიძებას", ნათქვამია პროექტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პროექტი სახელწოდებით „გამოღვიძება", რომელიც აერთიანებს მუსიკას და გარემოზე ზრუნვას, შეკვეთილში გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები არიან საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena და „მუსიკოსთა პარკი". „გამოღვიძების" ყველა დეტალსა და ლაინ-აპებს ავტორები არ ამხელენ, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ პროექტის ჰედლაინერი გახდება ავსტრიელი მუსიკოსი და ეკოაქტივისტი მანუ დელაგო.ორგანიზატორების ცნობით, სალომე დე ბაია თავის მოცეკვავეებთან ერთად მსმენელს ბოსა ნოვას, სალსასა და სამბას ენერგეტიკას გაუზიარებს.„ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებისა და სამხრეთამერიკული ტემპერამენტის სინთეზის დამსახურებით Salomé de Bahia-ს შემოქმედება ერთნაირად იზიდავს სხვადასხვა ასაკისა თუ გემოვნების აუდიტორიას. შესრულების ენერგიული და ეგზოტიკური სტილი კი მის კონცერტებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის", – აღნიშნულია განცხადებაში.სალომე დე ბაიამ კარიერა 1957 წელს ბრაზილიაში დაიწყო. თუმცა 1979 წლამდე არც ერთ სიმღერას მომღერლისთვის წარმატება არ მოუტანია. სალომე მღეროდა კერძო წვეულებზე, ბარებსა და რესტორნებში.1994 წელს სალომე გადავიდა პარიზში, სადაც შეხვდა ფრანგ დიჯეისა და პროდიუსერს ბობ სინკლერს. დე ბაიას ხმამ და სხვადასხვა ჟანრის სიმღერების შესრულების უნარმა დაიპყრო მისი გული (ის ასრულებდა ბოსა ნოვას, სალსას, ჯაზს და ელექტრონულ მუსიკას), და სინკლერის დახმარებით ის პოპულარული გახდა.„მუსიკოსთა პარკი" შეკვეთილში, Black Sea Arena-ს მიმდებარედ 2016 წელს ფონდი „ქართუს" დაფინანსებით გაიხსნა. პარკში შეხვდებით ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ხმოვან ძეგლებს, 21 ჰექტარზე გაშენებულ ასწლოვან ხეებს, მოსასვენებელ სივრცეებს და სამ ღია სცენას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24163/79/241637951_0:0:999:628_1920x0_80_0_0_f6c95db1b446dba4e939ff1b9db8afe8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
საქართველოში ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი სალომე დე ბაია ჩამოდის
18:47 02.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ღონისძიება „ბლექ სი არენასა" და „მუსიკოსთა პარკის“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების კამპანიის - „გამოღვიძების" ფარგლებში გაიმართება.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. პარიზში მცხოვრები ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი სალომე დე ბაია (Salome De Bahia) 7 აგვისტოს Black Sea Arena-ზე გახსნის „მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერია „გამოღვიძებას", ნათქვამია პროექტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
პროექტი სახელწოდებით „გამოღვიძება", რომელიც აერთიანებს მუსიკას და გარემოზე ზრუნვას, შეკვეთილში გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები არიან საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena და „მუსიკოსთა პარკი". „გამოღვიძების" ყველა დეტალსა და ლაინ-აპებს ავტორები არ ამხელენ, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ პროექტის ჰედლაინერი გახდება ავსტრიელი მუსიკოსი და ეკოაქტივისტი მანუ დელაგო.
ორგანიზატორების ცნობით, სალომე დე ბაია თავის მოცეკვავეებთან ერთად მსმენელს ბოსა ნოვას, სალსასა და სამბას ენერგეტიკას გაუზიარებს.
„ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებისა და სამხრეთამერიკული ტემპერამენტის სინთეზის დამსახურებით Salomé de Bahia-ს შემოქმედება ერთნაირად იზიდავს სხვადასხვა ასაკისა თუ გემოვნების აუდიტორიას. შესრულების ენერგიული და ეგზოტიკური სტილი კი მის კონცერტებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის", – აღნიშნულია განცხადებაში.
სალომე დე ბაიამ კარიერა 1957 წელს ბრაზილიაში დაიწყო. თუმცა 1979 წლამდე არც ერთ სიმღერას მომღერლისთვის წარმატება არ მოუტანია. სალომე მღეროდა კერძო წვეულებზე, ბარებსა და რესტორნებში.
1994 წელს სალომე გადავიდა პარიზში, სადაც შეხვდა ფრანგ დიჯეისა და პროდიუსერს ბობ სინკლერს. დე ბაიას ხმამ და სხვადასხვა ჟანრის სიმღერების შესრულების უნარმა დაიპყრო მისი გული (ის ასრულებდა ბოსა ნოვას, სალსას, ჯაზს და ელექტრონულ მუსიკას), და სინკლერის დახმარებით ის პოპულარული გახდა.
„მუსიკოსთა პარკი" შეკვეთილში, Black Sea Arena-ს მიმდებარედ 2016 წელს ფონდი „ქართუს" დაფინანსებით გაიხსნა. პარკში შეხვდებით ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ხმოვან ძეგლებს, 21 ჰექტარზე გაშენებულ ასწლოვან ხეებს, მოსასვენებელ სივრცეებს და სამ ღია სცენას.