დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც მამაკაცი უამრავ პლასტმასის ბოთლს პირდაპირ მდინარეში ყრის. ვიდეომ აღშფოთება გამოიწვია სოციალური ქსელის მომხმარებლებში, რომლებმაც სამართალდამრღვევის მოძებნა და დასჯა მოითხოვეს.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა წყლის დაბინძურების ბრალდებით ბოლნისში 20 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდინარე ქციაში (მდ. ხრამი) დიდი რაოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს.
წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 292-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0