გურჯაანში სამი წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის რეანიმობილით თბილისში გადაიყვანეს.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. გურჯაანში სამი წლის ბავშვი მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, იუწყება გურჯაანის ტელევიზია.
შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. არასრულწლოვანი მრავლობითი დაზიანებებით თავდაპირველად „ჯეოჰოსპიტალსის" რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი თბილისის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
ყველა ახალი ამბავი
0