„თქვენ ასე არ მოიქცეთ!“ – ანუკი არეშიძე შემაძრწუნებელ ვითარებაში აღმოაჩინეს – ვიდეო

© FB / Anoukiანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ულტრამოდური დიზაინერი „ფოლოვერების“ გაოცებას არ წყვეტს. არაორდინარული მოქმედებებით გამორჩეული ყოფილი მოდელი სამზარეულო მოწყობილობებს „სხვა“ დანიშნულებისთვის იყენებს. მისი მეგობარი მაკა კვიციანი კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მკაცრად აფრთხილებს, რომ ანუკის არ მიბაძონ.
ანუკი არეშიძეს 32 წელი შეუსრულდა. იუბილარმა პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო დაბადების დღე ჩვეულ სტილში არ აღნიშნა. ანუკის დაბადების დღე გვიან ღამით მიულოცა კახა კალაძემ და, სავარაუდოდ, ვარდები აჩუქა, რაც, როგორც ჩანს, ტრადიციაა. ანუკის დაბადების დღე შვილებმა საკუთარი ხელით შესრულებული ნახატით მიულოცეს, რამაც დიზაინერს გული აუჩუყა. „ვტირი“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა ფოტო ანუკიმ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.
ცნობილი სახეებიდან ანუკის დაბადების დღე მისმა მეგობარმა მაკა კვიციანმა უჩვეულო ვიდეოთი მიულოცა. უახლეს ვიდეოზე ანუკი არეშიძე დანასა და ჩანგალს „სხვა დანიშნულებით“ იყენებს. როგორც ჩანს, დიზაინერს უყვარს ბავშვური საქციელები და მან ისინი სახეზე მასაჟის გასაკეთებლად გამოიყენა. აღშფოთებულმა მაკა კვიციანმა „ფოლოვერებს“ სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი არავინ გაიმეოროს.
თბილისის მერს კახა კალაძეს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ქორწინების 13 წლის იუბილე აქვთ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს რომანტიკული ფოტოთი ამცნო. შარშან ამ დროს წყვილმა ქორწინება ეკლესიურადაც დააკანონა და გრემში ჯვარი დაიწერა.
წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 8 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.
ყველა ახალი ამბავი
0