PCR-ტესტი სავალდებულოა: საქართველომ უცხოელებისთვის ქვეყანაში შემოსვლა გაამკაცრა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ქვეყანაში შემოსასვლელად 5 ივლისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარდა საჭირო იქნება PCR-ტესტი უარყოფითი პასუხით.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე PCR-ტესტი უარყოფითი პასუხით, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სერტიფიკატი ვაქცინაციის შესახებ. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტს მთავრობის „ცხელ ხაზზე" აცნობეს.
ახალი წესები 5 ივლისს ამოქმედდება. მოქმედი წესების მიხედვით, უცხოელებს საქართველოში ჩამოფრენისას მხოლოდ ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი ესაჭიროებათ. ცალკეული ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოფრენა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში ტესტი სამი დღის შემდეგ უნდა გაიმეორონ.
„5 ივლისიდან საჰაერო საზღვრის გადმოკვეთისას ვაქცინირებული პირები, ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, ვალდებული იქნებიან, ჰქონდეთ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი უარყოფითი პასუხით", – განაცხადა „ცხელი ხაზის“ ოპერატორმა.
მან აღნიშნა, რომ ახალი წესები ყველა ქვეყნის მოქალაქეებს ეხება.
საქართველოს საჰაერო საზღვრები მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა. ფრენების სიხშირე ყოველდღიურად იმატებს.
უფრო ადრე იმის თაობაზე, რომ საქართველოში შემოსვლისას სავალდებულო უნდა იყოს PCR-ტესტის გაკეთება, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ამის საბაბი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოსული ინფორმაცია თითქოსდა გაყალბებული PCR-ტესტებისა და ყალბი კოვიდ-პასპორტების შესახებ, რომლითაც ტურისტები საქართველოში შემოდიან. შემთხვევებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს.
ყველა ახალი ამბავი
0