https://sputnik-georgia.com/20210702/Opera-Gala-tbilisshi-koncerti-chatardeba-252198116.html
Opera-Gala: თბილისში საოპერო მუსიკის საღამო გაიმართება
Opera-Gala: თბილისში საოპერო მუსიკის საღამო გაიმართება
Sputnik საქართველო
საღამოზე, რომელზეც მსოფლიოს საოპერო მუსიკის შედევრები გაჟღერდება, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი დაუკრავს. 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T20:37+0400
2021-07-02T20:37+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23528/65/235286551_0:47:2000:1172_1920x0_80_0_0_8d8c8ef3302ff4c28797bafce04047d5.jpg
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე საოპერო მუსიკის საღამო „ოპერა–გალა“ 17 ივლისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.ღონისძიების პროგრამის მიხედვით, საღამოზე შესრულდება სცენები ჯუზეპე ვერდის ისეთი ცნობილი ოპერებიდან, როგორიცაა „ნაბუკო", „ბედის ძალა", „ტრუბადური", „დონ კარლოსი", „მაკბეტი", „რიგოლეტო", „აიდა".გარდა ამისა, სცენაზე გაჟღერდება ფრაგმენტები ჯაკომო პუჩინის („მადამ ბატერფლაი"), გაეტანო დონიცეტის („ლუჩია დი ლამერმური"), ჟორჟ ბიზეს („კარმენი"), ლეო დელიბის ("ლაკმე") და პიეტრო მასკანის („სოფლის ღირსება") ოპერებიდან.საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი ზაზა აზმაიფარაშვილის, დავით მუქერიას, კახა სოლომნიშვილისა და ლევან ჯაგაევის დირიჟორობით. დასაწყისი 19:00 საათზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23528/65/235286551_124:0:1901:1333_1920x0_80_0_0_e954a5bcb50a73ae8adfb51cdb7d1baf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, საქართველო
Opera-Gala: თბილისში საოპერო მუსიკის საღამო გაიმართება
20:37 02.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) საღამოზე, რომელზეც მსოფლიოს საოპერო მუსიკის შედევრები გაჟღერდება, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი დაუკრავს.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე საოპერო მუსიკის საღამო „ოპერა–გალა“ 17 ივლისს გაიმართება,
იუწყებიან ორგანიზატორები.
ღონისძიების პროგრამის მიხედვით, საღამოზე შესრულდება სცენები ჯუზეპე ვერდის ისეთი ცნობილი ოპერებიდან, როგორიცაა „ნაბუკო", „ბედის ძალა", „ტრუბადური", „დონ კარლოსი", „მაკბეტი", „რიგოლეტო", „აიდა".
გარდა ამისა, სცენაზე გაჟღერდება ფრაგმენტები ჯაკომო პუჩინის („მადამ ბატერფლაი"), გაეტანო დონიცეტის („ლუჩია დი ლამერმური"), ჟორჟ ბიზეს („კარმენი"), ლეო დელიბის ("ლაკმე") და პიეტრო მასკანის („სოფლის ღირსება") ოპერებიდან.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი ზაზა აზმაიფარაშვილის, დავით მუქერიას, კახა სოლომნიშვილისა და ლევან ჯაგაევის დირიჟორობით. დასაწყისი 19:00 საათზე.