სოფლის მეურნეობის ლაბორატორიების რაოდენობა იზრდება

© Pixabay / jarmolukახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში
ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
უახლოეს პერიოდში უკვე არსებულ ლაბორატორიებს კიდევ ორი ახალი ლაბორატორია შეემატება საჩხერესა და მესტიაში.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია იმუშავებს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გრძელვადიანი ხედვის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030" წარდგენის ღონისძიებაზე.
„მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში ლაბორატორიის ქსელში, უკვე არსებულ ლაბორატორიებთან ერთად (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, დუშეთი, გურჯაანი, ოზურგეთი, გორი, მარნეული, ბათუმი, ამბროლაური, ზუგდიდი), დამატებით ორი ახალი ლაბორატორია (საჩხერე, მესტია) დაიწყებს აქტიურ მუშაობას", – თქვა მინისტრმა.
დავითაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ეროვნული სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 შესაბამისი აკრედიტაციის სტატუსს ფლობს და დანერგილი აქვს საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ტესტირების საშუალებები გადაეცა
მისი თქმით, ლაბორატორიებში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების შესწავლა, დანერგვა და შემდგომ აკრედიტაცია.
„უახლოეს 10 წელიწადში ლაბორატორიებში ამჟამად არსებული კვლევების რაოდენობა 50 პროცენტით გაიზრდება", – აღნიშნა დავითაშვილმა.
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გრძელვადიანი ხედვა – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030" წარმოადგინა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარმოადგენენ, რაც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0