საუდის არაბეთის ლოუკოსტერი Flynas საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

© photo: Flynas / FBავიაკომპანია Flynas-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Flynas-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ოთხი მიმართულებით და კვირაში 11 დამატებითი სიხშირით შეასრულებს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas ზრდის ფრენების ინტენსივობას საქართველოს მიმართულებით და ამატებს ერთ რეგულარულ მარშრუტს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს მონაცემებით, საზაფხულო ნავიგაციის სეზონის პიკზე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ოთხი მიმართულებით და კვირაში 11 დამატებითი სიხშირით შეასრულებს.
განაცხადის თანახმად, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოშია შეტანილი, დღეიდან ივლისის ბოლომდე ავიაკომპანია შემდეგ რეისებს შეასრულებს:
  • თბილისი - ქასიმი - თბილისი. ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.
  • ერ-რიადი - თბილისი - ერ-რიადი. საჰაერო ხაზზე ემატება 3 სიხშირე და ჯამში, რეგულარული რეისები კვირაში 6-ჯერ, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას განხორციელდება;
  • ჯედა - თბილისი - ჯედა. საჰაერო ხაზზე ემატება 3 სიხშირე და ჯამში, რეგულარული რეისები კვირაში 7-ჯერ, ყოველდღიურად განხორციელდება;
  • დამამი - თბილისი - დამამი. ფრენები დამატებით 2 სიხშირით შესრულდება და ჯამში ავიარეისები კვირაში 6 სიხშირით - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას ​გახორციელდება.
მოქმედი რეგულაციებით, უცხოელებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოკვეთა შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული (ორჯერადი) ვაქცინაციის დოკუმენტით და/ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით.

ყველა ახალი ამბავი
0