https://sputnik-georgia.com/20210701/qvemo-qarTlSi-mdinareSi-asobiT-plastmasis-boTli-Cayares-dawyebulia-gamoZieba-252186974.html
ქვემო ქართლში მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარეს – დაწყებულია გამოძიება
ქვემო ქართლში მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარეს – დაწყებულია გამოძიება
Sputnik საქართველო
დამრღვევთა ვინაობა უკვე დადგენილია, მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T18:58+0400
2021-07-01T18:58+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/98/236829839_0:227:1499:1075_1920x0_80_0_0_5a97bb9e9b852cdae6237f51642a2479.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ვიდეოში ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც მამაკაცები უამრავ პლასტმასის ბოთლს პირდაპირ მდინარეში ყრიან. ვიდეომ აღშფოთება გამოიწვია სოციალური ქსელის მომხმარებლებში, რომლებმაც სამართალდამრღვევების მოძებნა და დასჯა მოითხოვეს.სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა), ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე (დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება) და მე-40 მუხლით (ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე) გათვალისწინებულ სამართალდარღვევების ფაქტზე.გამოძიებამ დაადგინა სამართალდარღვევის ადგილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტი და დადგენილია სამართალდამრღვევთა ვინაობაც.ამ დროისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და სიტუაციას სწავლობენ.წყლის დაბინძურება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე; დიდი მოცულობის ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6000 ლარია; ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/98/236829839_0:180:1499:1122_1920x0_80_0_0_e15eb341934a868744585264bea24d80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ქვემო ქართლში მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარეს – დაწყებულია გამოძიება
18:58 01.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) დამრღვევთა ვინაობა უკვე დადგენილია, მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ვიდეოში ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც მამაკაცები უამრავ პლასტმასის ბოთლს პირდაპირ მდინარეში ყრიან. ვიდეომ აღშფოთება გამოიწვია სოციალური ქსელის მომხმარებლებში, რომლებმაც სამართალდამრღვევების მოძებნა და დასჯა მოითხოვეს.
სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა), ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე (დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება) და მე-40 მუხლით (ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე) გათვალისწინებულ სამართალდარღვევების ფაქტზე.
გამოძიებამ დაადგინა სამართალდარღვევის ადგილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტი და დადგენილია სამართალდამრღვევთა ვინაობაც.
ამ დროისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და სიტუაციას სწავლობენ.
წყლის დაბინძურება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე; დიდი მოცულობის ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6000 ლარია; ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.