„ამხელა შვილი უნდა მყოლოდა...“ – ნინო ნადირაძე და გიორგი ღოღობერიძე შერიგდნენ – ვიდეო

© Photo: PrimeShow / FBგიორგი ღოღობერიძე და ნინო ნადირაძე შერიგდნენ
გიორგი ღოღობერიძე და ნინო ნადირაძე შერიგდნენ - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
მცირე დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ექიმმა-რეზიდენტმა გიორგი ღოღობერიძემ „პრაიმშოუს“ გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა, რომ მათზე განაწყენებული იყო. მიზეზი ერთ-ერთი წამყვანის ნინო ნადირაძის დამოკიდებულება გახდა ექიმის მიმართ.
გადაცემიდან მეორე დღეს ეს ამბავი ფართო განხილვის თემა გახდა. გიორგი ღოღობერიძეს ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, მისმა კოლეგებმა.
ატეხილი ხმაურის შემდეგ ნოე სულაბერიძემ გიორგი ისევ მიიწვია „პრაიმშოუში“ და მასთან სასაუბროდ ასევე მოიხმო ნინო ნადირაძე. კოლეგები ერთმანეთს გადაეხვივნენ და შერიგდნენ.
პირველ გადაცემა „პრაიმშოუში" გიორგი ღოღობერიძემ პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიშიც კი ყოფილიყო. ნინო ნადირაძის მწვავე კითხვები გიორგი ღოღობერიძის ზოგიერთმა ფრაზამ გამოიწვია.
მოგვიანებით გიორგი ღოღობერიძემ ამ ამბავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. „მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე. „პრაიმშოუს" გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს. ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს. არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც - ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა. რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის" სტატუსით გამოვდიოდი! მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება", – დაწერა გიორგი ღოღობერიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0