„დღეს გამოცდა აქვს...“ – ნანიკო ხაზარაძის შვილი აბიტურიენტია

© Facebook / Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ლილუ და ნანიკო ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ.
საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცნობილი სახეების შვილებს ხშირად სოციუმში თავის დამკვიდრება უჭირთ. ეს სტერეოტიპი ნანიკო ხაზარაძეს და მის ლაღ ქალიშვილს არ ეხებათ. წარმატებული ტელეწამყვანის თქმით, ერთადერთ ქალიშვილს არასდროს არაფერს უკრძალავდა.
ცოტა ხნის წინ ნანიკომ „ინსტაგრამზე“ ლილუსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის შვილს დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა აქვს. როგორც ჩანს, გოგონამ სტუდენტობა გადაწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო და ლილუს მამა ძალიან მალე დაშორდნენ, ნანიკომ ძალები მოიკრიბა და ცხოვრება შვილთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყო. ლილუ და ნანიკო ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. ლილუმ სკოლა დაამთავრა, თუმცა დედა დამოუკიდებლობას არც მანამდე უშლიდა.
ნანიკო ხაზარაძეს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს. უსაყვარლესმა გოგონამ ლილუ ნუცუბიძემ სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ლილუ სამსახურში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ლილუს ფინანსურად დედა უზრუნველყოფს, გოგონამ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ლილუ ნუცუბიძე გამყიდველად მუშაობდა „ყვავილების ქარხანაში", რომელიც პეტრიაშვილის ქუჩის დასაწყისშია.
ყველა ახალი ამბავი
0