ლიკა ევგენიძის ყოფილი მაზლი მეორედ დაქორწინდა – მიხეილ სააკაშვილი ფოტოებს აქვეყნებს

© phoyo: Irma de Flore / FBლიკა ევგენიძე
ლიკა ევგენიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იწვევენ. სააკაშვილის ბიძაშვილები ნიკა და გიორგი აქტუალურები მაშინ გახდნენ, როდესაც ცნობილ ქართველ გოგონებზე ლიკა ევგენიძეზე და ელენე დუმბაძეზე დაქორწინდნენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილმა გიორგი ალასანიამ მეორედ იქორწინა. ფოტოები „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე სააკაშვილმა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათი რძალი ამერიკელი მეგანია, წარმატებული ბიზნეს-მენეჯერი ჩრდილოეთ კაროლინიდან.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქორწილს მისი დედა გიული ალასანია და ვაჟები - ედუარდი მეუღლესთან ერთად და ნიკოლოზიც ესწრებოდნენ.
გიორგი ალასანიამ წლების წლის წინ ულამაზეს ელენე დუმბაძეზე იქორწინა. ელენე ცნობილი პლასტიკური ქირურგის ვახტანგ ხუციძის („წოპეს“) შვილიშვილია და წლები პარიზში ცხოვრობდა, თუმცა წყვილი, როგორც ჩანს, დაიშალა და ამჟამად გიორგიმ, რომელიც წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ბედი ამერიკელ ქალს დაუკავშირა.
View this post on Instagram

A post shared by Kelly Kandle (@kellykandle)

ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს გიორგის ძმა ნიკა ალასანიაც, რომელიც ტელეწამყვან ლიკა ევგენიძეზე იყო დაქორწინებული, წყვილს ქალ-ვაჟიც ჰყავს. მისი რჩე­უ­ლი ამ­ჯე­რად უცხო­ე­ლი ქალი კელი ქენდლია. წყვი­ლი ერ­თად მოგ­ზა­უ­რობს და რო­მან­ტი­კულ ფო­ტო­ებ­საც ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ.
ყველა ახალი ამბავი
0