ლარის ახალი კუპიურები უკვე მიმოქცევაშია

© photo: Sputnik / Stringerფული
ფული - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ნომინალების ერთმანეთში არევის რისკის შემცირების მიზნით, 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარიან ბანკნოტებზე, ძირითადი ფერების შეუცვლელად, მათი ფონური ბადეების ტონალობები უმნიშვნელოდ შეიცვალა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 1 ივლისიდან მიმოქცევაში 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვიდა.
ახალი ბანკნოტები მათი წინამორბედი კუპიურების იდენტური დიზაინისა და დამცავი ნიშნების მიხედვით არის დამზადებული, თუმცა ნომინალების ერთმანეთში არევის რისკის შემცირების მიზნით, 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარიან ბანკნოტებზე, ძირითადი ფერების შეუცვლელად, მათი ფონური ბადეების ტონალობები უმნიშვნელოდ შეიცვალა.
ლარი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ეროვნულ ბანკში ლარის გამყარების მიზეზები დაასახელეს
2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად იქნება მიმოქცევაში.
ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. 2016 წელს დაიწყო ბანკნოტების განახლება უფრო დაცული ახალი დიზაინით. 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გამოვიდა 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, იმავე წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 2017 წლის 1 სექტემბრიდან – 5 ლარის ნომინალის, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობამ 4.661,4 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის ბანკნოტები 4.526,6 მლნ ლარის იყო. რაც შეეხება 2016 წლამდე ემისიის ბანკნოტების ახალი ბანკნოტებით ჩანაცვლებას, გასული წლის ბოლოსთვის განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტი მიმოქცევაში ამ ნომინალის ბანკნოტის 86,5 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 20-ლარიანი – 93,4 პროცენტს.
ყველა ახალი ამბავი
0