კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 980-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 367.058-ს მიაღწია.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 980 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 663 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 95, კახეთი – 52, ქვემო ქართლი – 51, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 39, აჭარა – 38, შიდა ქართლი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4, გურია – 2.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 352.624-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.327-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.081 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.729 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.529, აჭარაში – 163, იმერეთში – 353.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
COVID-19 საქართველოში – 1 ივლისის მონაცემები
601 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 165 პირი, მათგან თბილისში – 114, აჭარაში – 7, იმერეთში – 10. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 605 ადამიანი, მათ შორის 423 – თბილისში, 182 – აჭარაში. 5.747 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – 4.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6.720 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.208, აჭარაში – 634, იმერეთში – 779.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 980-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 367.058-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0