„ვტირი“ – ანუკი არეშიძეს დაბადების დღის საჩუქარმა გული აუჩუყა – ფოტო

© Facebook / Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში დაბადების დღეზე ოჯახის წევრებისგან მიღებული საჩუქრების ფოტოები გამოაქვეყნა.
თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი ანუკი არეშიძე 32 წლის გახდა. დიზაინერი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ხელმომწერებს ხშირად უზიარებს მის ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეებს.
ანუკის დაბადების დღე გვიან ღამით მიულოცა კახა კალაძემ და, სავარაუდოდ, ვარდები აჩუქა, რაც, როგორც ჩანს, ტრადიციაა. საკუთარი ხელით შესრულებული ნახატით მიულოცეს შვილებმა ანუკის დაბადების დღე, რამაც დიზაინერს გული აუჩუყა. „ვტირი“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა ფოტო ანუკიმ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.
წელს, როგორც ჩანს, პანდემიის გამო ანუკიმ, სხვა დაბადების დღეებისგან განსხვავებით, დიდი შეკრებისგან თავი შეიკავა. კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება.
თბილისის მერს კახა კალაძეს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ქორწინების 13 წლის იუბილე აქვთ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს რომანტიკული ფოტოთი ამცნო. შარშან ამ დროს წყვილმა ქორწინება ეკლესიურადაც დააკანონა და გრემში ჯვარი დაიწერა. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 8 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.
ყველა ახალი ამბავი
0