ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაგრძელდეს – ტოივო კლაარი

© photo: Stratpol - Strategic Policy Institute / FBტოივო კლაარი
ტოივო კლაარი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
დიპლომატის განცხადებით, მოლაპარაკებების ამ ფორმატს ამ ეტაპზე დიდი პროგრესი არა აქვს, მაგრამ შედეგებს მომავალში აუცილებლად მოიტანს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის უნიკალურია და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ტოივო კლაარმა.

ჟენევის დისკუსიების მორიგი, 53-ე რაუნდი საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს გაიმართება. მოლაპარაკებების წინა დღეს მხარეებმა ტექნიკური შეხვედრა გამართეს.

„ჟენევის მოლაპარაკებები უნიკალურია, ამიტომ ის უნდა შევინარჩუნოთ. პროგრესის თვალსაზრისით ხანდახან შეიძლება იმედი გაგვიცრუვდეს, მაგრამ ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ამ ფორმატისგან მნიშვნელოვან საკითხებზე სარგებელს მივიღებთ", – განაცხადა კლაარმა.

მისი თქმით, შეიძლება ახლა ვხედავთ, რომ საქმე მნიშვნელოვნად არ მიიწევს წინ, მაგრამ უნდა დავიცვათ ეს ფორმატი მომავლის გათვალისწინებით, რომელშიც მეტი პროგრესი გვექნება.

ჟენევა - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ჟენევის მოლაპარაკებების წინ საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე იგი საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია.

ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიის საკითხებში 2017 წელს დაინიშნა. კლაარმა ამ თანამდებობაზე გერმანელი დიპლომატი ჰერბერტ ზალბერი შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0