სოფო შევარდნაძე სოციალურ ქსელში პანიკური შეტევის შესახებ წერს, რომელიც, მისი თქმით, თავადაც გადაიტანა და ის, ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანისთვის პრობლემაა.
View this post on Instagram
სოფო აღნიშნავს, რომ შეტევა თეატრში დაემართა იმ დროს, როდესაც სინათლე ჩააქრეს, შფოთვა დაეწყო და ბოლო სკამზე გადაჯდა, რათა საკუთავი თავი დაემშვიდებინა იმით, რომ გასასვლელთან ახლოს იყო და ნებისმიერ დროს შეეძლო ადგილის დატოვება.
View this post on Instagram
„თუმცა ეს მხოლოდ მცირედით ამსუბუქებდა შფოთს, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, შეიძლება გონებაც დამეკარგა“, – ამბობს ჟურნალისტი. როგორც სოფო შევარდნაძე წერს, პანიკურ შეტევებთან გამკლავება ძალიან რთულია.
View this post on Instagram
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პირად ცხოვრებაზე საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც ის მარტში დედა გახდა, არ წყდება კითხვები, თუ რატომ არ ჩანს მისი მეორე ნახევარი, ან რატომ არ ასაჯაროებს პატარა ანდრიას ფოტოს. მან გადაწყვიტა დუმილი დაარღვიოს.
View this post on Instagram
სოფიკოს მიერ ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ფოლოვერები“ სულმოუთქმელად ელიან, თუმცა სოფო პირადი სივრცის პრინციპებს არ არღვევს. ახალშობილ ვაჟთან ერთად პოზირებს, ერთობლივ კადრებს სოციალურ ქსელში ათავსებს, თუმცა სახეს ამ დრომდე უმალავს.