„კარგად არის...“ – სალომე ბაკურაძის ქმარი მომღერლის ახალ ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Salo Bakuradze / FBსალომე ბაკურაძე
სალომე ბაკურაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
აღმოჩნდა, რომ ცნობილი ქართველი მომღერალი რთულ დაავადებას ებრძვის. სალომეს თქმით, კოშმარული დღეები გამოიარა.

მცირე ხნის წინ სალომე ბაკურაძეს დაუდასტურდა დიაგნოზი, რომლის გამოც საწოლიდან ადგომაც კი უჭირდა. ექიმის ჩართულობისა და სწორი მკურნალობის შემუშავებამდე რამდენიმე დღე მომღერალმა და მისმა ოჯახმა მძიმე დღეები გამოიარეს.

 

ახლახან მისმა მეუღლემ ლაშა ბასლანძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სალომე მშვენივრად გამოიყურება, მას ფოტოზე მეუღლე კოცნის. ლაშა წერს: „კარგად არის“ და მილოცვებსაც იღებს მეორე ნახევრის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით.

„როგორც ექიმებმა მითხრეს, ალკოჰოლდამოკიდებულ და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს ემართებათ ხოლმე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც ვერ ხვდებიან გამომწვევ მიზეზს. დაახლოებით 80%-ის შემთხვევაში არ იციან, თუმცა ექიმმა კორონავირუსის შემდგომი გართულება არ გამორიცხა. მართალი გითხრა, არც მე გამოვრიცხავ ამას. როგორც გავიგე, სასუნთქი გზების დაზიანებით იწყება და კორონავირუსს სწორედ ეს ახასიათებს, არადა, მეგონა, გართულებების გარეშე გადავიტანე“, – ამბობდა მომღერალი fortuna.ge-სთან ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბავი
0