როგორ შევაჩეროთ ცერა თითზე კოჭის ზრდა: მარტივი სავარჯიშოები

© Pixabay / Ollebolleფეხშიშველი ადამიანი
ფეხშიშველი ადამიანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
სპეციალისტები გასწავლიან რამდენიმე ეფექტურ და მარტივ ვარჯიშს იმისთვის, რომ ფეხის ცერა თითზე კოჭის ზრდა შეაჩეროთ და საერთოდ გააქროთ იგი.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ზაფხულში ყველას სურს ატაროს მსუბუქი და ღია ფეხსაცმელი, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ფეხის ცერა თითზე კოჭი აქვს წამოზრდილი.

სპეციალისტების თქმით, კოჭის ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი — ვიწრო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია, თუმცა არანაკლები ზიანის მიყენება შეუძლია მთლად უქუსლო ფეხსაცმელსაც — კედებს, ესპადრელებსა თუ „ბალეტკებს“.

სახსრების ვარჯიში   - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
სახსრების ტკივილი: ოთხი საუკეთესო დანამატი სამკურნალოდ და ტკივილების მოსახსნელად

გარდა ამისა, ფეხის ცერა თითზე კოჭის ზრდაზე გავლენას ახდენს ბრტყელტერფიანობა, მემკვიდრეობითობა და ფეხზე დიდი ხნით დგომა (მაგალითად, ასეთ მდგომარეობაში მუშაობა).

ექიმების რეკომენდაციით, თუ შენიშნეთ, რომ კოჭმა ზრდა დაიწყო, ჯობს ადრეულ სტადიაზევე მიხედოთ პრობლემას, მით უმეტეს, რომ დაავადების დასაწყისში მისი მოგვარება ოპერაციის გარეშეც შეიძლება. ხოლო თუ კოჭი უკვე ჩამოყალიბებულია და გაზრდილი, მისი მოშორება მხოლოდ ოპერაციით არის შესაძლებელი. თანაც ჯობს, ეს შეძლებისდაგვარად ადრე გააკეთოთ.

არ გამოგეპაროთ! ამ პათოლოგიის პირველი სიმპტომი — ცერა თითში ტკივილის შეგრძნებაა როგორც სიარულის დროს, ისე მოსვენებულ მდგომარეობაშიც.

იმისათვის, რომ კოჭის ზრდა შეაჩეროთ, ძალიან კარგია მარტივი სამკურნალო ვარჯიში. მაგალითად:

  • დაიდეთ ფეხქვეშ ცარიელი მინის ბოთლი და წინ და უკან აგორეთ ორი-სამი წუთის განმავლობაში.
  • გაფარჩხეთ ფეხის თითები და შეეცადეთ, თითოეული თითი ცალ-ცალკე გაამოძრაოთ. ეს ვარჯიში მყესების მდგომარეობას აუმჯობესებს.
  • მოკუმეთ და გაშალეთ ფეხის თითები ისე, რომ მოხრისას ძალიან დაძაბოთ, ხოლო გაშლისას — მოადუნოთ. გაიმეორეთ თითოეულ ფეხზე 10-20-ჯერ.
  • დაჭიმეთ ფეხის ცერა თითები და ასეთ მდგომარეობაში გეჭიროთ დაახლოებით 30-40 წამი. შემდეგ ამდენივე ხნით მოადუნეთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-20-ჯერ.
ყველა ახალი ამბავი
0