თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს, ამის შესახებ ხელოვანმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
„მე ვაყალიბებ ახალ პოლიტიკურ პარტიას! ამ დღეებში, ჩემი წარმომადგენელი დაიწყებს მოლაპარაკებას ორ ყველაზე რეიტინგულ და პოპულარულ პერსონასთან. დიდი იმედი მაქვს, რომ მე მივაღწევ მათ თანხმობას“, - დაწერა პოეტმა.
მისი ტრადიციული ნახევარსაათიანი ვიდეომიმართვის ბოლოს ამაშუკელმა განაცხადა, რომ სურს პარტიის თავმჯდომარედ იხილოს მომღერალი გია სურამელაშვილი, ხოლო გენერალურ მდივნად - პოპულარული ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე.
ჯერჯერობით უცნობია პარტიის სახელწოდება, მისი პოლიტიკური ამბიციები და ორიენტაცია.
რეზო ამაშუკელი გამოირჩევა ოპოზიციის მკვეთრი კრიტიკით, განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოსი“. ასევე გამოირჩევა კატეგორიული მიუღებლობით ლგბტ-საზოგადოების მიმართ.