ქვემო ქართლში TV Pirveli-ს ჟურნალისტებს თავს დაესხნენ: შსს-მ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnikქართული ტელეარხების მიკრიფონები
ქართული ტელეარხების მიკრიფონები - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
ოპოზიციური ტელეარხის გადამღები ჯგუფი ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შესახებ სიუჟეტის გადაღებას ცდილობდა.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ოპოზიციური არხი „TV პირველის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტი და ოპერატორი ჩავიდნენ სოფელში, რათა გაეშუქებინათ ადგილობრივ მცხოვრებთა საპროტესტო აქცია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიწების მითვისების წინააღმდეგ. როდესაც მათ გადაღება დაიწყეს, აქციაზე სოფლის გამგებლის ბიძა, ვინმე გოჩა აფრასიძე გამოჩნდა, რომელმაც ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებაში ხელის შეშლა სცადა. შემდეგ იგი თავს დაესხა ჟურნალისტსა და ოპერატორს და კამერა დაუმტვრია.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

ყველა ახალი ამბავი
0