მოძრავი სერვისი: შემოსავლების სამსახური მოსახლეობას რეგიონებში მოემსახურება

© courtesy of Revenue Serviceშემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები - RS CAR
შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები - RS CAR  - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები აღჭურვილია ტექნიკურად და რეგიონების მოსახლეობისთვის გადასახადებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურების გაწევა შეუძლია.

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს რეგიონებში 1-დან 22 ივლისამდე მოემსახურებიან. 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
საქართველოს და სომხეთის შემოსავლების სამსახურების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით და გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება და ა.შ.

https://rs.ge/NewsArchive?newsId=382 - ამ ბმულზე შესაძლებელია RS CAR-ის მომსახურების თარიღების, მისამართებისა და სამუშაო საათების გაცნობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0