დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივნისი

© Pixabay / Fotorechქალი ცაში აპყრობილი ხელებით
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 30 ივნისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

სიფრთხილეა საჭირო, რადგან ვარსკვლავები ზომიერების გრძნობას დაგვავიწყებენ. ეცადეთ მოერიდოთ ცხელ გულზე გადაწყვეტილებების მიღებას და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ მოქმედებას დღეს მოულოდნელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მომავალზე. შესაძლებელია დიდი ხარჯები, მაგრამ ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ სურვილები მოვთოკოთ, რომ ამან ბიუჯეტს სერიოზული დარტყმა არ მიაყენოს.

რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან>>

ვერძი: დღეს არის რისკი, რომ ვინმემ ან რამე იმედი გაგიცრუოთ. შესაძლოა. დანაკარგი გქონდეთ, ან თქვენი მოლოდინები არ გაამართლოს ვინმემ, ან მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გსურთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ „ჩაიციკლოთ" იმაზე, რაც არ მოგწონთ. არაა გამორიცხული, რომ თქვენი მოთხოვნები ძალიან პრეტენზიულია. თუ მოთხოვნების თამასას დაწევთ, თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ.

კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ივლისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კურო: ხელსაყრელი დღეა სიყვარულის, ნათესაური და მეგობრული, ზოგადად, ყველანაირი ურთიერთობების თვალსაზრისით. წარმატება გელოდებათ იქ, სადაც ვინმეზე დაყრდნობა შეგიძლიათ. ამასთან, აქტიურად აბამთ ახალ ნაცნობობას. კარგი დღეა მოლაპარაკებების, შეთანხმებებზე ხელმოწერების, საქმიანი და პირადი ნაცნობობისთვის. მარტოხელებს ყველანაირი შანსი გაქვთ, საოცნებო ადამიანი გაიცნოთ.

ტყუპი: ახალი პროექტების დაწყებისთვის შესანიშნავი დღეა. დღეს დაწყებული საქმეები ადვილად წაიწევა წინ და შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით დასრულება "უწერია". ბიზნესში, კარიერასა და სიყვარულში თამამად შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯი, რომელსაც აქამდე ვერ ბედავდით. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ხელი და გული შესთავაზოთ, ხელმძღვანელობას ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ, ან ახალი სამუშაოს ძებნა დაიწყოთ. დღეს ყველა თქვენი მცდელობა წარმატებით დასრულდება.

კირჩხიბი: დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ვინმეს თქვენი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროთ, ვინმეზე მეურვეობა აიღოთ. მზად ხართ, ვინმესთვის ბრძენი მრჩევლის როლი შეასრულოთ. თუ თქვენ წინაშე რამე უსამართლობა მოხდება, უკან არ დაიხევთ, რომ სუსტი დაიცვათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სამართლიანობა კარგია, მაგრამ „სუსტისა და უმწეოს" ნიღაბს ამოფარებულებს არ მისცეთ უფლება, ცოტა ხანში თავზე დაგასხდეთ.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2018
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ლომი: დღეს წარმატებების მიღწევის ყველანაირი შანსი გაქვთ. მოვლენები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება. არაა გამორიცხული, რომ რამე პროექტში დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწიოთ და გარშემომყოფების აღიარება მოიპოვოთ. კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თან რაც უფრო რთულია საქმე, მით უკეთესი. ვარსკვლავები გაჯილდოებენ ენერგიულობით, საკუთარ ძალებში რწმენით, იღბლიანობით. ასეთი „არსენალით" ნებისმიერ სფეროში შეძლებთ გამარჯვებას.

ქალწული: ეს ის დღეა, როდესაც თქვენს თითოეულ სიტყვაზე, საქციელზე, გრძნობასა და აზრზეც კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, რამე გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ და ამ გადაწყვეტილებამ თქვენი მომავალი განსაზღვროს. შეიძლება სერიოზული როლი შეასრულოს უმნიშვნელო მოვლენებმაც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ გააკონტროლოთ თქვენი სიტყვები და მოქმედებები. გახსოვდეთ, რომ კეთილი საქმე ადამიანს უკან უბრუნდება.

სასწორი: ადამიანებთან ურთიერთობებში ნებისმიერი უკიდურესობაა მოსალოდნელი. ძალიან ადვილად შეიძლება მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ და გადადგათ თქვენთვის წამგებიანი ნაბიჯები. ან შეიძლება პირიქით მოხდეს - თქვენ მოახდინოთ ზეწოლა გვერდით მყოფ ადამიანებზე. ასეა თუ ისე, დღეს თქვენს ურთიერთობებს გარშემომყოფებთან იდეალურს ვერ ვუწოდებთ. ეს რომ კონფლიქტის საბაბი არ გახდეს, ურთიერთობებში ოქროს შუალედი უნდა ეძებოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ცხოვრებით ტკბობა შეუძლიათ

მორიელი: შესანიშნავი დღეა, რომელიც სიმხნევეს, მზის ენერგიასა და უამრავ პოზიტივს მოგიტანთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც შეეჭიდებით, თითქოს თავისით განვითარდება სწორ გზაზე. გარშემომყოფებს მოხიბლავთ. ბედი სასიამოვნო სიურპრიზებს გიმზადებთ. გელოდებათ ახალი შენაძენები, კარგი სიახლეები, საინტერესო წინადადებები, ურთიერთობები სასიამოვნო ადამიანებთან, რომანტიკული შეხვედრები. თქვენი კარგი განწყობა პოზიტივის მაგნიტი გახდება.

მშვილდოსანი: ასტროლოგები გირჩევენ, დღე ოჯახსა და მეგობრებს მიუძღვნათ - ისინი ხომ თქვენი ცხოვრების მთავარ ფასეულობას წარმოადგენენ. ეს არაა ის დღე, როდესაც გამარჯვებები გელოდებათ ბიზნესში, საქმიანობაში, სწავლაში, მაგრამ ახლობლებთან სრულად შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი თავი. მათთან ურთიერთობები, მეგობრული მხარდაჭერა, გულწრფელი საუბრები გაგრძნობინებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია. მარტოხელებს სულიერად მონათესავე ადამიანთან შეხვედრის დიდი შანსი გაქვთ.

თხის რქა: ურთიერთობების მოძალებულმა სურვილმა, შესაძლოა, უკიდურესი ფორმები მიიღოს, რაც გამოიხატება მომატებულ ლაპარაკსა და მოვლენების ცენტრში ყოფნის სწრაფვაში. თქვენთვის ჩვეულებრივ შიმშილზე უარესი საინფორმაციო შიმშილი გახდება. ნებისმიერ გვერდით მყოფთან შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე დეტალური საუბარი - სამუშაოზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე. თქვენთან შეკამათება ნამდვილად არ ღირს - ეს შეიძლება გულთან ძალიან ახლოს მიიტანოთ.

ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ

მერწყული: დღეს სიჯიუტის დღე გაქვთ - თქვენი გადარწმუნება წარმოუდგენელია. ასევე აზრი არა აქვს თქვენი შეჩერების მცდელობას. სხვათა შორის, ამას თავისი პლუსებიც აქვს, თუ სიჯიუტეს სწორად გამოიყენებთ. დღეს მთების გადადგმა შეგიძლიათ. უფრო ცუდი იქნება, თუ ამ მძლავრ ენერგიას წვრილმანებზე დახარჯავთ, ან რაღაც სისულელეებს „ჩაიხვევთ". იმპულსური მოქმედებები თქვენთვის ძალიან ცუდი შეიძლება აღმოჩნდეს.

თევზები: დღეს რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერში ფატალიზმის გამოჩენა შეგიძლიათ. მოქმედებთ დევიზით: „რაც მოსახდენია, მოხდება". არაა გამორიცხული, რომ რაღაც საქმეებში ბედ-იღბალს მიენდოთ და საბოლოოდ მწარე მარცხი იგემოთ. ეს რომ არ მოხდეს, იღბლის იმედი კი არ უნდა გქონდეთ, არამედ თავად უნდა იმოქმედოთ გონივრულად და კეთილსინდისიერად. ასე წარმატებასაც მალე მიაღწევთ.

ყველა ახალი ამბავი
0