საქართველო უერთდება გლობალურ მოძრაობას „თანასწორობის თაობა“

© Sputnik / Alexander Imedashviliფენინისტების აქცია
ფენინისტების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
„თანასწორობის თაობის“ ფორუმი - ესაა გლობალური ფემინისტური ღონისძიება, ყველაზე მასშტაბური ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომელიც ინიცირებულია „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ სტრუქტურის მიერ.

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველო უერთდება გლობალურ მოძრაობას „თანასწორობის თაობა“ და გენდერული თანასწორუფლებიანობის განმტკიცების კუთხით ახალ ვალდებულებს კისრულობს.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი ვალდებულებების შესახებ ოფიციალურად განაცხადებენ დღეს ღონისძიებაზე, რომელიც საფრანგეთის საელჩოს და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ (UN Women) ინიციატივით გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიღებს.

აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2019
მსოფლიო ბანკის გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო

შეხვედრა იმართება „თანასწორობის თაობის“ ფორუმის წინ, რომელიც პარიზში 30 ივნისიდან 2 ივლისამდე ჩატარდება და რომელშიც მონაწილეობას ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის თქმით, „თანასწორობის თაობის“ ფორუმი თანასწორობას მამაკაცებსა და ქალებს შორის, გოგონებსა და ბიჭებს შორის პოსტპანდემიური პერიოდის დღის წესრიგის უმთავრეს საკითხად აყენებს.

ღონისძიებაზე საფრანგეთის ელჩი გამოაცხადებს საფრანგეთის საელჩოს 2021 წლის ადამიანის უფლებათა სფეროში პრემიის გამარჯვებულს. ძირითადი ჯილდოები მოიცავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საყოველთაო ხელმისაწვდომობას. ეს თემა საფრანგეთის მთავრობისთვის პრიორიტეტულია „თანასწორობის თაობის" ფარგლებში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, ახალი ვალდებულებები მოიცავს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობების გაფართოებას, ქალთა მონაწილეობის გაზრდას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში და გენდერული თანასწორობის გაზრდას ამ სექტორში ქალთა გაძლიერების გზით.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
საია – გენდერული თანასწორობა საქართველოში კვლავ პრობლემაა

„თანასწორობის თაობის“ ფორუმი - 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გლობალური ფემინისტური ღონისძიებაა, რომელიც ინიცირებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ტარდება საფრანგეთისა და მექსიკის თანათავმჯდომარეობით სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდობასთან პარტნიორობით.

2021 წლის მარტში მეხიკოში „თანასწორობის თაობის“ ფორუმის გახსნის შემდეგ, მისი ძირითადი ნაწილი 30 ივნისიდან 2 ივლისამდე პარიზში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0