რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამგზავრებას

© AP Photo / Jeff Robersonვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
საქართველოს აცრილი მოქალაქეებისთვის გერმანიაში შესვლა თავისუფალია მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კორონავირუსის მუტაციების გავრცელების კერებად არ მიიჩნევიან.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J)), გერმანიაში გამგზავრებას შეძლებენ, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.

დეპარტამენტის მონაცემებით, ვაქცინაციის სრული კურსი გამგზავრებამდე არაუგვიანეს 14 დღით ადრე უნდა დასრულდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ღარიბაშვილი: უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს

ამასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში შესვლა თავისუფალია მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კორონავირუსის მუტაციების გავრცელების კერებად არ მიიჩნევიან.

თუ საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა რისკის შემცველ ქვეყანაში, მან სპეციალურ ვებგვერდზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია და მიუთითოს თავისი მონაცემები, რეისის დეტალები, გერმანიაში საცხოვრებელი მისამართი და ა.შ.

საქართველოს აუცრელი მოქალაქეებისთვის გერმანიის საზღვრები კვლავ დაკეტილია. გამონაკლისს წარმოადგენენ გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. 

გარდა ამისა, გამონაკლისის სახით, გერმანიაში გამგზავრებას შეძლებენ:

  • გარკვეული წინაპირობებით, კონგრესებსა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილე პირები,
  • ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი,
  • მეზღვაურები გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში,
  • სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი,
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები,
  • სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი,
  • პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით,
  • პირები, რომლების მგზავრობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით,
  • გარკვეული წინაპირობებით, მოკლევადიანი ვიზიტი ოჯახის წევრთან ან პარტნიორთან, რომელთანაც პირი ქორწინებაში არ იმყოფება,
  • პირები, რომლებიც საჭიროებენ  გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,
  • დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები,
  • რეპატრიანტები,
  • ტრანზიტული მგზავრები.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ტიკარაძე: ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ

პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ  დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის  მქონე ან იმ ქვეყანაში, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ან გერმანიაში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ვალდებულნი არიან იქონიონ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი, რომელიც ჩატარებულია 72 საათით ადრე ან ანტიგენ-ტესტი, რომელიც ჩატარებულია 48 საათით ადრე (ვირუსის ახალი შტამის გავრცელების ქვეყნებიდან მგზავრობის შემთხვევაში -24 საათით ადრე), ან უნდა ფლობდნენ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებისა ან სრულყოფილი აცრის ჩატარების შესახებ ცნობებს.

ეს ვალდებულება არ ეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ყველა ახალი ამბავი
0