მაგნიტური ქარიშხლები ივლისში: მოემზადეთ ორი ძლიერი შეტევისთვის

© Sputnik / STRINGERმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
სპეციალისტების თქმით, ივლისში გეომაგნიტური ქარიშხლები სამჯერ დაატყდება თავს პლანეტა დედამიწას, რომელთაგან ორი საკმაოდ მძლავრი იქნება

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მაგნიტური ქარიშხლები დედამიწას ივლისში  რამდენჯერმე შეუტევს, გეომაგნიტური რყევები თვის დასაწყისსა და შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, ნათქვამია მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის („ფიანი“) მონაცემებში.

სტატისტიკის თანახმად, მაგნიტური ქარიშხლების გავლენას პლანეტის 70% გრძნობს საკუთარ თავზე. ამასთან, თუ მოვლენა ძლიერია, მის ზემოქმედებას გრძნობენ არა მარტო ქრონიკული დაავადებების მქონე, არამედ სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც კი.

ლაბორატორიის ინფორმაციით:

  • პირველი მაგნიტური აღშფოთებები 4-5 ივლისისთვისაა მოსალოდნელი. პიკზე მისი სიმძლავრე ოთხ ბალს მიაღწევს. ამასთან, NASA-ს მონაცემებით ყველაზე რთული 4 ივლისი იქნება, ხოლო „ფიანის“ მონაცემებით — მაგნიტური დარტყმის პიკი 5 ივლისზე მოვა.

ამ დღეებში მოსალოდნელია აგრესიის შეტევები და ცვალებადი განწყობა, გაძლიერდება დეპრესიები. ამიტომ, სპეციალისტების რჩევით, საჭიროა დაიმუხტოთ პოზიტიური ენერგიით — იკითხოთ კეთილი წიგნები, უყუროთ მხიარულ ფილმებს და იკონტაქტოთ საყვარელ ადამიანებთან.

  • შემდეგი მაგნიტური ქარიშხალი 9-10 ივლისსაა მოსალოდნელი, თუმცა ის უფრო სუსტი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი. მისი სიმძლავრე, სპეციალისტების თქმით, წესით სამ ბალს არ უნდა ასცდეს.

ამ დროს მოსალოდნელია ძილის პრობლემები, თავბრუსხვევები და გულისრევის შეგრძნებები.

  • თვის მესამე მაგნიტური ქარიშხალი 12-13 ივლისსაა მოსალოდნელი, რომლის ძალა ოთხი ბალი იქნება.

ამ პერიოდში ადამიანებს შეაწუხებთ: სუნთქვის უკმარისობა, თავის ტკივილები (შესაძლოა შაკიკის შეტევები), თავბრუსხვევები, აპათია და გაღიზიანებადობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ძილის პრობლემები.  

თვის გეომაგნიტური აღშფოთებები 29 ივლისის ქარიშხლით დასრულდება. ამ დღეს „რისკის ზონაში“ აღმოჩნდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ასევე თავის ქრონიკული ტკივილის მქონეები.

რეკომენდაციები ექიმებისგან: როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
  • გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0