„სანამ პრეზიდენტი ვარ“: ბაიდენმა ირანის ბირთვულ იარაღზე კომენტარი გააკეთა

© AP Photo / Brennan Linsleyჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ისრაელის წინაშე აღებული მისი ვალდებულებები უცვლელი და ურყევია

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ისრაელის პრეზიდენტ რეუვენ რივლინთან შეხვედრის წინ.

„ირანი ვერ მიიღებს ბირთვულ იარაღას ჩემი პრეზიდენტობის დროს“, — განაცხადა ბაიდენმა და დაამატა, რომ აღნიშნულ თემაზე ისრაელის პრეზიდენტთან იმსჯელებს.

აშშ-ის ლიდერის თქმით, მან უკვე გასცა განკარგულება ავიაიერიშების თაობაზე ერაყსა და სირიაში მოქმედი იმ დაგუფებების ობიექტებზე, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს და რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, თავს ესხმოდნენ ამერიკელ სამხედროებს.

იბრაჰიმ რაისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
შეხვდება თუ არა ირანის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენს: რაისიმ შეკითხვას უპასუხა

პრეზიდენტის განმარტებით, ამ განკარგულებისას მან იხელმძღვანელა აშშ-ის კონსტიტუციის მეორე მუხლით, რომელიც მთავარსარდალს სამხედრო მოქმედებების დაწყების უფლებას აძლევს თავდაცვის მიზნით.

ამასთან ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის წინაშე აღებული მისი ვალდებულებები უცვლელია და ის „ურყევად უჭერს მხარს ებრაული სახელმწიფოს თავდაცვას“.

თავის მხრივ ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა განაცხადა, რომ ისრაელს არ ჰყავს იმაზე უკეთესი მოკავშირე, ვიდრე შეერთებული შტატებია.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენისა და რივლინის შეხვედრა ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის არჩევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაიმართა, რომელთან შეხვედრასაც ამერიკის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები უკვე მუშაობენ ამ შეხვედრის ორგანიზაციაზე. 

ყველა ახალი ამბავი
0