დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ივნისი

© Pixabay / Fotocitizenმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 29 ივნისია, სამშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

პოზიტიური ტენდენციების გავლენა ცხოვრების ბევრ სფეროში უპირატესი იქნება. ემოციებით დატვირთული დღეა. ყველაფერს მიაქცევთ ყურადღებას. გაგაღიზიანებთ როგორც სხვისი, ისე საკუთარი შეცდომები. ეცადეთ, არავის მიუთითოთ შეცდომებზე და არ შეუდგეთ სწავლა-დარიგებას. მიმართეთ ამ დღის შესაძლებლობები მშვიდობიან კალაპოტში. დღეს ყველაფერი ადვილად გამოგივათ.

რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე>>

ვერძი: ხელსაყრელი დღეა დამოუკიდებლად მუშაობისთვის. თქვენი გეგმები ყველასთვის გასაგები არ არის, მაგრამ განმარტებაზე დიდი დროის დაკარგვა არ ღირს. სკეპტიკურად განწყობილები მალე დაინახავენ თქვენი მოქმედებების შედეგებს და შეიცვლიან მოსაზრებას. მოსალოდნელია ფინანსური საკითხების წარმატებით გადაჭრა, საინტერესო წინადადებების მიღება, უკეთესობისკენ ცვლილებები როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის

კურო: კარგი დღეა რამე მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. კარგად გესმით, თუ რომელ საკითხში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა და რომელში გაგიჭირდებათ. საქმეებისადმი სერიოზული დამოკიდებულება შესანიშნავი შედეგების მიღების გარანტია. მოსალოდნელია ნაყოფიერი თანამშრომლობის დაწყება. ზოგიერთი თქვენგანი საინტერესო წინადადებას მიიღებს. არ არის გამორიცხული ცვლილებები უკეთესობისკენ პირად ურთიერთობებში.

ტყუპი: რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ეს სავალალო შეცდომებისგან დაგიცავთ. დღე მოქმედებების გეგმისა და გადასაჭრელი ამოცანების შედგენით დაიწყეთ. ასე არაფერი გამოგეპარებათ და დაგავიწყდებათ. იყავით სერიოზულად განწყობილი. რეკომენდებულია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ძველ ნაცნობებთან, სანდო ადამიანებთან, რომლებიც ღირებულ რჩევებს მოგცემენ.

კირჩხიბი: დღე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყება. გაჩნდება კარგი იდეები. სასიხარულოა ის, რომ ჩანაფიქრის განხორციელება დაუყოვნებლივ შეგიძლიათ დაიწყოთ. გექნებათ შანსი, რომ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც ბოლო დროს ძალიან მოგენატრათ. მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ მათ გამო ნერვიულობა არ ღირს. პრობლემები მალე გადაწყდება.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ

ლომი: შესაძლოა შეთანხმებების მიღწევა ერთობლივ ქმედებებზე გართულდეს. მაგრამ ეს სანერვიულო არაა - თავადაც შეგიძლიათ საუკეთესო შედეგების მიღება ნებისმიერ საქმეში, რომელსაც შეეჭიდებით. არაა სავალდებულო გატკეპნილი გზით სიარული, შეგიძლიათ იმპროვიზირება. დღის პირველ ნახევარში ემოციური ფონი დაძაბული იქნება, მაგრამ თანდათანობით სტაბილური გახდება, განწყობა გაუმჯობესდება.

ქალწული: დღის პირველ ნახევარში ბევრი საზრუნავი გექნებათ. ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ წავა. არახელსაყრელი ტენდენციების გავლენა თანდათანობით შემცირდება და ნაშუადღევს უკვე იგრძნობთ, რომ ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება. მოგვიანებით დადგება კარგი დრო მნიშვნელოვანი საქმეების დასამთავრებლად, მეგობრებისთვის მიცემული პირობის შესრულებისთვის. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ, მათ შორის - რომანტიკული.

სასწორი: აჯობებს, თუ დიდი ხნით არაფერს გადადებთ. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად. მეგობრები მზად არიან თქვენს დასახმარებლად. მათი ხელშეწყობის წყალობით ნებისმიერ ბარიერს იოლად გადალახავთ. მოგვიანებით უფრო მშვიდი დრო დადგება, როდესაც შესაძლებლობა გექნებათ, დაამთავროთ ადრე დაწყებული საქმე, გამოასწოროთ შეცდომები.

ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2017
როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას

მორიელი: ხელსაყრელი, ნაყოფიერი დღეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გააკეთოთ ბევრი სასარგებლო საქმე როგორც საკუთარი თავის, ისე სხვებისთვის. გექნებათ შანსი, რომ გამოასწოროთ ადრე დაშვებული რამე შეცდომა, აღადგინოთ სამართლიანობა. შესაძლოა, იმაზე მეტი საქმე გამოგიჩნდეთ, ვიდრე ფიქრობდით. ამის გამო არაა გამორიცხული, ზოგიერთი დაგეგმილი გასართობი ღონისძიება გადადოთ. დღის მეორე ნახევარში ძალიან არ გადაიტვირთოთ. დაისვენეთ.

მშვილდოსანი: დღე მშფოთვარედ ჩაივლის. არაა გამორიცხული უსიამოვნო სიურპრიზები. სხვა თქვენ ადგილზე განერვიულდებოდა, მაგრამ თქვენ უბრალოდ წყვეტთ პრობლემებს და ოპტიმიზმს ინარჩუნებთ. თქვენი ოპტიმიზმი გადამდებია. ბევრს მოსწონს თქვენი საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება. არაა გამორიცხული თანამშრომლობის დაწყება, რომელიც შემდგომ მეგობრობაში ან რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება.

თხის რქა: დღის დასაწყისში მოსალოდნელია დაძაბული მომენტები და უსიამოვნო შემთხვევები. ხანდახან სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს, რაც გაგანერვიულებთ, მაგრამ მოვლენები მალე ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ეცადეთ, არ გარისკოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. მოსალოდნელია წარმატებები იმ საქმეებში, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2018
ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი ნიშნები

მერწყული: თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ, ბევრს მიაღწევთ. არაა საჭირო დროის დაკარგვა მსჯელობაზე, სხვების დარწმუნებაზე, რომ თქვენ მხარეს გადმოიბიროთ. აჯობებს, თუ პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლად გადადგამთ. საიმედო და დაინტერესებული პარტნიორები თვითონ გამოჩნდებიან. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა გარიგებების დასადებად, ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად.

თევზები: დილიდანვე თავბრუდამხვევი წარმატებების იმედი არ გქონდეთ. მოითმინეთ. მოსალოდნელია უიღბლო თანხვედრები, სავალალო შეცდომები. სერიოზული პრობლემები, სავარაუდოდ, არ შეიქმნება, მაგრამ ეს ყოველივე განწყობას გაგიფუჭებთ. მოგვიანებით იმძლავრებს პოზიტიური ტენდენციების გავლენა, გელოდებათ სასიხარულო მოვლენები. ასევე მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები ოჯახში.

ყველა ახალი ამბავი
0