თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს იუბილე მიულოცა.
ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატებები უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის მნიშვნელობა.
„ჩვენს ერებს აერთიანებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უხსოვარი დროიდან მომდინარე დიალოგი, რომელიც ჩვენს მეგობრულ ერებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ხედვას განსაზღვრავს. მე ძალიან ვაფასებ ჩვენ შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დაუღალავი ყოველდღიური შრომა, ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას ახალ სიმაღლეებზე აიყვანს", – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში.
საქართველოს პრემიერს დღეს 39 წელი შეუსრულდა.