ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს შეხვდა

© courtesy of Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
ბავშვების მხრიდან იყო გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ ჩვენი მიზანი იყო აღსაზრდელების გაცნობა, განაცხადა ომბუდსმენმა.

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილ აღსაზრდელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო.

მეუფე იაკობი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. ლომჯარიას განცხადებით, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო. ნინოწმინდის პანსიონს ახალი ხელმძღვანელი - ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ჰყავს, ხოლო მისი წინამორბედი მეუფე სპირიდონი პანსიონში ომბუდსმენის და სხვა ოფიციალური პირების შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

„ეს იყო პირველადი და გაცნობითი შეხვედრა. იყო ბავშვებისგან გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები, შიშები. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო, გავცნობოდით ბავშვებს. გავეცანით ადგილზე დოკუმენტაციას და გვაქვს პირველადი რეკომენდაციები. პირველ რიგში, მოსაწესრიგებელია დოკუმენტაცია. დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინოწმინდის პანსიონი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობის საქმიანობას აფასებს

სახალხო დამცველი მომავალში უფრო საფუძვლიან ვიზიტებს გეგმავს პანსიონში და მონიტორინგსაც გააგრძელებს.

„ბავშვებს აქვთ ბარიერი, ჩვენ ნანახი ვყავართ მხოლოდ ტელევიზიით და ჩვენ შესახებ ცუდი სმენიათ აღმზრდელებისგანაც. ეს იყო პირველი შეხვედრა და ბუნებრივია, ბარიერი იქნებოდა“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ გაასაჩივრა.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ნინო ლომჯარია: პანსიონიდან საბოლოოდ ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ

ამ დროისათვის პანსიონში 15 აღსაზრდელი იმყოფება. ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ყველა აღსაზრდელი ალტერნატიულ ზრუნვაში გადავიდეს.

პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა პირველ რიგში დაწესებულებაში საკადრო წმენდა ჩაატარა და 40 აღმზრდელიდან ნახევარი დატოვა. 

ყველა ახალი ამბავი
0