„იყავი ბედნიერი...“ – ნანუკა ჟორჟოლიანი დაბადების დღეზე ზღაპრულ ადგილას გაემგზავრა

© Facebook / Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გეგუჩაძე
ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გეგუჩაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
ცნობილი ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა. ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი სივრცე დიდი ხანია საჯარო განხილვის საგანია.

ნანუკა ჟორჟოლიანი 42 წლის გახდა და თავისი დაბადების დღე შვილებთან ერთად სეიშელის კუნძულებზე აღნიშნა. ულამაზესი მზის ჩასვლა, ჰამაკში წოლა წყლის პირას, ტორტზე სანთლების ჩაქრობა და შვილებთან ერთად სასიამოვნოდ დროის გატარება – 42 წლის ასაკში ნანუკამ სრულ ჰარმონიას მიაღწია.

„ბედნიერი იყავი, ნანუკა!“ – ასე მიულოცა დაბადების დღე საკუთარ თავს ცნობილმა ტელეწამყვანმა. „ძალიან ხშირად ჩვენს ცხოვრებაში სიტყვებს წამალზე დიდი ძალა აქვს, ამიტომაც უღრმესი მადლობა სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელიც გუშინ გამომიგზავნეთ, იცოდეთ, ყველას შევინახავ და უკან დაგიბრუნებთ“, – აღნიშნა მოგვიანებით.

ნანუკასთვის ეს დღე სევდიანიც იყო, რადგან ეს არის მისი პირველი დაბადების დღე, რომელსაც დედა ვერ მიულოცავს. დარეჯან დაუშვილი რამდენიმე თვის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.

ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა უკვე საკმაოდ ცნობილები არიან. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.

ექსტრავაგანტული ჟურნალისტი ბევრი ადამიანის ყურადღებას მარტივი ხერხით იქცევს. მისი შვილები, პირადი ცხოვრება და ოჯახის წევრები მუდმივი განხილვის საგანია.

ყველა ახალი ამბავი
0