ვის ეკრძალება სასარგებლო მჟაუნა: ექიმის რეკომენდაციები

მჟაუნა - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
ეს მცენარე ძალიან მდიდარია ვიტამინებით, მიკრო- და მაკროელემენტებით, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. მჟაუნა, რომელსაც სხვადასხვა კერძების - სუპებისა თუ სალათების მოსამზადებლად იყენებენ, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა მას გარკვეულ შემთხვევაში ზიანის მიყენებაც შეუძლია ორგანიზმისთვის, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათ კანდიდატი, გასტროენტეროლოგ-ჰეპატოლოგი ოლგა არიშევა.

მაყვალი და ვარდი ბებიის ხელებში - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
მაყვალი მარგებელია, მაგრამ... დასახელდა სახიფათო უკუჩვენებები

მისი თქმით, მჟაუნის ფოთლები მდიდარია А, С, К და В ჯგუფის ვიტამინებით. ის სიცოცხლისთვის აუცილებელი ისეთი მინერალური ნივთიერებების საბადოდ მიიჩნევა, როგორებიცაა მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი და რკინა. გარდა ამისა, მჟაუნა შეიცავს უჯრედისს, ცილებს, ნახშირწყლებსა და მჟაუნის მჟავას, რომელიც აძლევს სწორედ მცენარეს შესაბამის გემოს.

მჟაუნა ძალიან დაბალკალორიულია — 100 გრამში მხოლოდ 22 კილოკალორიაა.

ექიმის თქმით, მჟაუნა შესანიშნავი საშუალებაა სეზონურ ავიტამინოზთან ბრძოლისთვის. მასში შემავალი კალციუმი და ვიტამინი К აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობასა და ასევე სისხლის შედედების უნარს, ხოლო ვიტამინი А მხედველობისთვისაა კარგი.

გარდა ამისა, მჟაუნაში შემავალი მცენარეული ბოჭკოები ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინის გამოდევნას, ხოლო დიდი რაოდენობით В ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმს ენერგიით მუხტავს.

ჟოლო - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
ვის ეკრძალება ჟოლო: ექიმი ასახლებს საფრთხეებს

როგორც სპეციალისტი ამბობს, მჟაუნა სასარგებლოა ბავშვებისთვისაც, თუმცა პატარებს ის მხოლოდ სამი წლის ასაკიდან უნდა მივცეთ. მჟაუნა ბავშვებს უძლიერებს იმუნიტეტს და ნერვულ სისტემას. ამასთან, თუ ბავშვი უჭმელია, მადასაც გაუუმჯობესებს.

არიშევა განმარტავს, რომ მჟაუნა ქალებში ზრდის ჰემოგლობინის დონეს, ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს მენოპაუზურ ცვლილებებს, დაარეგულიროს სისხლის წნევა და შეუნარჩონოს მათ ახალგაზრდობა და მომხიბლაობა.

ამასთან მჟაუნა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორსული ქალებისთვის, ხელს უწყობს ნორმალურ ფეხმძიმობასა და ნაყოფის განვითარებას.

რაც შეეხება მამაკაცებს, ექიმის თქმით, მჟაუნა აუმჯობესებს პროსტატის ჯირკვლის სისხლის მიმოქცევას და აღკვეთს შარდსასქესო სისტემის დაავადებებს — ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმს მისი გამოყენება აკრძალული არ აქვს.

სახსრების ტკივილი: ოთხი საუკეთესო დანამატი სამკურნალოდ და ტკივილების მოსახსნელად>>

რაც შეეხება მჟაუნის მავნებლობას, ოლგა არიშევას თქმით, ის რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც შარდკენჭოვანი დაავადება, პანკრეატიტი, კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები და მწვავე გასტრიტი აქვთ.

მჟაუნის თერმული დამუშავებისას მასში წარმოიქმნება მჟაუნმჟავის განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში თირკმელებში კენჭოვანი დაავადებისა და სახსრების პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0