Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ლამბდა“ შტამმა ბრიტანეთში შეაღწია: ექიმები ახალი შტამის სიმპტომებს ასახელებენ

© AFP 2024 / KAREN DUCEYსამეცნიერო ლაბორატორია
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცოტა ხნის წინანდელი მონაცემებით, კორონავირუსის „ლამბდა“ შტამი 29 ქვეყანაშია გამოვლენილი.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის „ლამბდა“ შტამმა შეაღწია, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში გამოვლინდა, იუწყება გამოცემა Express ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოზე (PHE) დაყრდნობით.

კორონავირუსის წამლების გამოსაცდელი ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
Lambda-ს საფრთხე: ჯანმო კორონავირუსის ახალ ვარიანტს სწავლობს

არსებული ინფორმაციით, „ლამბდა“ შტამი პირველად 2020 წლის ბოლოს დაფიქსირდა პერუში, ჩილეში, ეკვადორსა და არგენტინაში. მეცნიერების თქმით, აღნიშნული შტამის მოსაჭიდებელი ცილა ერთდროულად რამდენიმე მუტაციას შეიცავს, რაც ვირუსის გადამდებობაზე ახდენს გავლენას. თუმცა, მიუხედავად ამისა, სწავლულებს ჯერჯერობით არ აქვთ იმის მტკიცებულებები, რომ „ლამბდა“ COVID-19-ის უფრო რთულ ფორმას იწვევს, ან რომ ვაქცინების მოქმედებას ასუსტებს.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, 25 ივნისისთვის ქვეყანაში „ლამბდას“ ექვსი შემთხვევა იყო გამოვლენილი და ექვსივე მათგანი საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება.

როგორც PHE-ში აცხადებენ, ამ დროისათვის მიმდინარეობს კვლევები „ლამბდას“ უკეთ შესასწავლად.

სააგენტოს სპეციალისტები ურჩევენ საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილონ ისეთ სიმპტომებზე, როგორებიცაა:

  • სხეულის მაღალი ტემპერატურა;
  • გამუდმებული ხველა;
  • ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ან შეცვლა.

როგორც ირკვევა, „ლამდა“ შტამით ინფიცირებული პაციენტების უმეტესობას სწორედ ეს ნიშნები აღენიშნება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის „ლამბდა“ მსოფლიოს 29 ქვეყანაშია გამოვლენილი.

ჯანმომ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19-ის ვარიანტები ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნოს. შესაბამისად, სამხრეთ ამერიკაში გამოვლენილ შტამს „ლამბდა“ ეწოდა.

ორგანიზაციას დღეისათვის კორონავირუსის მხოლოდ ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“). ეს უკანასკნელი ვარიანტი კვლავ განაგრძობს მუტაციას.

ყველა ახალი ამბავი
0