თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. მწუხარებით გულდათუთქული ჩრდილოკორეელი ხალხი თვალცრემლიანი შფოთავს ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის სიგამხდრის გამო, ციტირებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია ერთ-ერთი მოქალაქის სიტყვებს, რის შესახებაც წერს გაზეთი Daily Mail.
Heartbroken North Koreans have been worrying tearfully about leader Kim Jong Un's “emaciated looks,” state media quoted a local resident as saying. https://t.co/WpKyyFIFRz
— ABC News (@ABC) June 28, 2021
გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიამ მოულოდნელად აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც დაუდგენელი მამაკაცი ამბობს:
„ხალხს ყველაზე მეტად გული [კიმ ჩენ ინის] დაქანცულმა გამომეტყველებამ ატკინა. ყველა ამბობს, რომ თვალებიდან ცრემლები წამოუვიდათ“.
ანალიტიკოსების აზრით, ასეთი სიუჟეტი იმაზე მეტყველებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ლიდერის სიგამხდრე ამ რთულ პერიოდში მისდამი ლოიალობის გასაზრდელად გამოიყენოს.
- „ფხენიანი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს კიმ ჩენ ინი იმდენად ბევრს მუშაობს თავისი თანამემამულეებისთვის, რომ ცოტას ჭამს და ამიტომ წონაში იკლებს. რეჟიმს სურს მსოფლიომ იფიქროს, რომ ჩრდილოკორეელები ზრუნავენ თავიანთ ლიდერზე და ტირიან მისი სიგამხდრის გამო“, — ამბობენ ისინი.
მართლაც, სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ფოტოებზე კიმ ჩენ ინი ძალიან გამხდარი ჩანს.ზოგი დამკვირვებელი ამბობს, რომ მას საშუალოდ 10-20 კგ აქვს დაკლებული.
ზოგი სამხრეთ კორეელი ანალიტიკოსის თქმით, კიმი, დიდი ალბათობით, დიეტაზეა, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოს, თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ წონაში თვალშისაცემი დაკლება ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება.
როგორც Daily Mail-ი წერს, კიმ ჩენ ინი ცნობილია იმით, რომ ბევრს სვამს და ეწევა. ამასთან მისი ოჯახის წევრებს — პაპასა და მამას, რომლებიც მანამდე მართავდნენ ქვეყანას, გულის პრობლემები აღენიშნებოდათ და სწორედ გულის დაავადებებით გარდაიცვალნენ.