გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

CC BY-SA 4.0 / Gaga.vaa / View of the river Bzhuzhi and the village of Shemokmedi from the monastery of Shemokmediმდინარე ბჟუჟისა და სოფელ შემოქმედის ხედი შემოქმედის მონასტრიდან
მდინარე ბჟუჟისა და სოფელ შემოქმედის ხედი შემოქმედის მონასტრიდან - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
გურიის ახალი გუბერნატორი გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა, ის წარსულში სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე იყო დასაქმებული.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი ურუშაძე დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია თანამდებობიდან 26 ივნისს გათავისუფლდა. ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო სააგენტოში მრჩევლად დაინიშნა.

ზუგდიდის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან შეხვედრა დღეს გამართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.

პრემიერმა გიორგი სახოკიას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ღარიბაშვილმა გიორგი ურუშაძესთან ერთად რეგიონში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები განიხილა, მათ შორის ისინიც, რომლებიც პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში იგეგმება.

უწყების ცნობით, გურიის ახალი გუბერნატორი მანამდე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ასევე სხვადასხვა თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

ყველა ახალი ამბავი
0