დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ივნისი

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneსანაპირო
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 28 ივნისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

ჰარმონიული დღეა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ცხოვრების ბევრ სფეროში იგრძნობა. დგება დიდი ხნის ნანატრი ცვლილებების დრო. თუ არ გინდათ, ამ ცვლილებებს დიდხანს ელოდოთ, გამოიჩინეთ ინიციატივა. ძალზე ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ასევე იმის გასარკვევად, თუ როგორ გადაჭრათ ძველი პრობლემები და თავიდან აიცილოთ ახალი.

რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე>>

ვერძი: დილიდან მოულოდნელი მოვლენები გელოდებათ, რომლებმაც შესაძლოა თქვენს მსფოლმხედველობაზე იმოქმედოს შეგაცვლევინოთ გეგმები. თვალი მიადევნეთ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ისწავლეთ სხვის შეცდომებზე. ეს ბევრ სირთულეს აგარიდებთ. მოგვიანებით მოგიწევთ ისეთი საქმეების გაკეთება, რომლებიც სისწრაფეს მოითხოვს. ნერვული დაძაბულობა შეიქმნება, მაგრამ მოახერხებთ კარგი განწყობის შენარჩუნებას.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2018
გველოსანი – ზოდიაქოს მე-13 ნიშანი

კურო: საკმაოდ დამღლელი დღეა, ჩვეულებრივზე მეტი საქმე გამოგიჩნდებათ და ეს თქვენში ენთუზიაზმს არ აღძრავს. სიამოვნებით გადადებდით საქმეებს სამომავლოდ, მაგრამ სანდო ადამიანებისთვის მიცემული პირობა ამის ნებას არ გაძლევთ. გარშემომყოფები ასეთ დამოკიდებულებას ნამდვილად დააფასებენ. გელოდებათ სასიხარულო შეხვედრა. არ არის გამორიცხული ასევე სასიამოვნო ნაცნობობა.

ტყუპი: დამღლელი, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი დღეა. თქვენს ყურადღებას უამრავი საქმე მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად ათას რამეზე გიწევთ ფიქრი, საქმეებს შესანიშნავად გაუმკლავდებით. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა, რომელიც უჩვეულო იქნება და უამრავ პოზიტიურ ემოციას გაჩუქებთ. საღამოს არ გადაიღალოთ. კარგი იქნება მცირე პაუზის გაკეთება, რათა ძალები აღიდგინოთ.

კირჩხიბი: ბევრი საინტერესო მოვლენა გელოდებათ. გარშემომყოფებისთვის ისინი შესაძლოა სრულიად მოულოდნელია, მაგრამ თქვენთვის ეს სიურპრიზი არაა – დიდი ხანია ინტუიცია გკარნახობთ, რომ სწორედ ასე განვითარდება მოვლენები. დილა კარგი დროა საქმიანობისთვის, დღის მეორე ნახევარი კი – ურთიერთობებისთვის. საერთო ენის გამონახვა არ გიჭირთ არც ძველ და არც ახალ ნაცნობებთან.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ

ლომი: ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. მოუსმინეთ ინტუიციას – ის დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რითი უნდა დაიწყოთ საქმიანობა. ხართ მტკიცედ განწყობილი და სწრაფად მოქმედებას ამჯობინებთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ მეტოქეებზე გამარჯვებაში. სიფრთხილეა საჭირო ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას. არ ღირს გარისკვა ფულთან დაკავშირებულ საქმეებში. გაგიმართლებთ სიყვარულში – უამრავი სასიამოვნო მომენტი გელოდებათ.

ქალწული: მოგეცემათ საშუალება, რომ ბევრი ახალი, საინტერესო და სასარგბელო გაიგოთ. არ გაუშვათ ასეთი შანსი ხელიდან. დღეს მიღებული ინფორმაცია მალე გამოგადგებათ. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ. არაა გამორიცხული, რომ შემთხვევით საუბარს ძალზე მომხიბლავი საქმიანი წინადადება მოჰყვეს. დღის მეორე ნახევარში თანხის მიღებაა მოსალოდნელი, ზოგადად კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაჭრისთვის.

სასწორი: დღე მარტივი არ იქნება, მაგრამ სირთულეები არ გაშინებთ. სერიოზულად ხართ განწყობილი იმისთვის, რომ საჭირო შედეგი მიიღოთ და ამისთვის ძალისხმევა არ დაიშუროთ. მოსალოდნელია სასარგებლო ნაცნობობა, პერსპექტიული საქმიანი წინადადებები. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ დასვენების საშუალება. ზოგიერთ თქვენგანს საინტერესო ნაცნობობა ელოდება, რომელსაც რომანტიკული გაგრძელება ექნება.

თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან

მორიელი: იღბლიანი დღეა, თუმცა არცთუ მშვიდი. შესაძლებელია რაღაც სიახლეების გაგება, რომლებიც გეგმებს შეგაცვლევინებთ და უფრო სწარაფდ გასაკეთებელ საქმეებზე შეაჩერებთ ყურადღებას. გარშემომყოფებთან ურთიერთობები ყოველთვის ჰარმონიული არ არის, მაგრამ პრობლემების გადაჭრა შეიძლება. დღე პოზიტიურად დასრულდება. საღამოს შეგიძლიათ ისეთი რამ გააკეთოთ, სადაც ფანტაზიის უნარია საჭირო. შემოქმედებითი საქმიანობა პოზიტიურ ემოციებს მოგანიჭებთ.

მშვილდოსანი: საინტერესო აზრებისა და თამამი გეგმების დღეა. არაა გამორიცხული, რომ სრულიად ახალი მიზნების მისაღწევად გეგმების კარდინალურად შეცვლა მოგინდეთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ არც მოწყენისთვის დაგრჩებათ დრო. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა, რაც თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებებს მოახდენს. იღბლიანი დღეა ფინანსური თვალსაზრისით. შესაძლებელია თანხის მიღება ადრე შესრულებული სამუშაოსთვის, ან ძველი ვალის დაბრუნება.

თხის რქა: არ იჩქაროთ. ეს ერთ–ერთი ის დღეა, როცა ბუნებისგან ბოძებული სიფრთხილე და წინდახედულება თქვენი საუკეთესო დამხმარე იქნებიან. არაა გამორიცხული, რომ არაერთმნიშვნელოვან სიტუაციებში, როდესაც სხვები განიცდიან და ნერვიულობენ, თქვენ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ამას გარდა, უკეთესობისკენ შეიძლება შეიცვალოს ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს დაძაბული იყო. ეს თქვენი დამსახურება იქნება – იპოვით გზას, რომ რთული ხასიათის ადამიანების ნდობა დაიმსახუროთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო

მერწყული: ნაკლებად სავარაუდოა, რომ დილით უსიამოვნო მომენტები აიცილოთ თავიდან. შეიძლება მოგიწიოთ იმ საკითხების განხილვა, რომლებიც საერთოდ არ გაინტერესებთ, ზოგიერთ დროის გატარება მოუწიოს არცთუ სასიამოვნო კომ,პანიასთან ერთად. ეს ხელს არ შეგიშლით, რომ კარგი განწყობა და ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. დღის მეორე ნახევარში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის. არ გაუშვათ შანსი ხელიდან.

თევზები: კარგი დღეა, უნდა გამოიყენოთ ვარსკვლავების მხარდაჭერა, რომ განახორციელოთ თქვენი იდეები. თანამოაზრეებსა და დამხმარეებს ადვილად იპოვით. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად უფრო ეფექტურია ნაცადი მეთოდებით მოქმედება, ვიდრე ველოსიპედის თავიდან გამოგონება. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია რაღაც დაძაბული მომენტების შექმნა, მაგალითად, უთანხმოება ახლობელ ადამიანთან, მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდება.

ყველა ახალი ამბავი
0