FlyDubai ბათუმის მიმართულებით რეისებს კვლავ შეასრულებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია Flydubai-ს თვითმფრინავი
ავიაკომპანია Flydubai-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უკვე 19 ავიაკომპანია ოპერირებს, ისინი 10 ქვეყნიდან კვირაში დაახლოებით 110-115 რეისს ასრულებენ.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ავიაკომპანიამ FlyDubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 25 ივნისიდან  რეგულარული ფრენები განაახლა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

FlyDubai ბათუმის მიმართულებით კვირაში სამ რეისს - ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

„სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გვიბრუნდება საქართველოში. მათ, ვინც დაფრინავდნენ კოვიდ-პანდემიამდე, ახალი ავიაკომპანიები ემატება. ავიაკომპანიამ FlyDubai ასევე განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც  ძალიან კარგი ფაქტია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დღეის მდომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 19 ავიაკომპანია, 10 ქვეყნიდან, დაახლოებით 110-115 სიხშირით კვირაში.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ყველა ახალი ამბავი
0