„თელასი" თბილისის მოსახლეობის უმეტესობას ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 28 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების და წმინდა ნინოს ქუჩის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, ბაგრატიონის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ლადო მესხიშვილის, ავლაბრის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, ვაზისუბნის, ისაკაძის, გაგარინის, ზემო ვეძისის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების და ხომლელის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის, ტყვიავის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და სურგულაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირების, ტიციან ტაბიძის და ზალდასტანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0