ქართული ანიმაციური ფილმი ჩეხეთში დაჯილდოვდა

© photo: Sputnik / Alexei Danichev / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
გამოწერა
მარიამ კაპანაძის სადებიუტო ნამუშევარმა „მიტოვებული სოფელი“ ჯილდო აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციის კატეგორიაში მიიღო.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ქართული ანიმაციური ფილმი, „მიტოვებული სოფელი“ ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცში გამართულ ანიმაციური ფილმების საერთაშრისო ფესტივალზე ANIFILM 2021 დაჯილდოვდა.

მარიამ კაპანაძის სადებიუტო ნამუშევარმა ჯილდო აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციის კატეგორიაში მიიღო (Abstract and Non-Narrative Animation).

„მიტოვებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.

კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
ქართული „მივიწყებული სოფელი“ საფრანგეთის დასაპყრობად მიდის

ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი – სიყვარული.

„მიტოვებული სოფელი" პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ლიბერეცში 22 ივნისს დაიწყო და 27 ივნისს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0