ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი დედოფალ ელისაბეთს ბუკინგემის სასახლეში ესტუმრა. ეს ვიზიტი რამდენიმე ფაქტის გამო აღმოჩნდა საინტერესო.
Royal reunion. The Queen held her first in-person audience today with @BorisJohnson at Buckingham Palace since March 11 last year.
— Omid Scobie (@scobie) June 23, 2021
📷: @PA @domlipinski pic.twitter.com/6JF5y3dr8l
პირველი, ეს გახლავთ ის, რომ ჯონსონი და დედოფალი ერთმანეთს 15 თვიანი პაუზის შემდეგ პირისპირ პირველად შეხვდნენ. მეორეც, იმის გამო, რომ შეხვედრა დედოფლის პირად კაბინეტში შედგა, რომელიც საზოგადოებისთვის დიდი ხანია დახურულია.
Посмотреть эту публикацию в Instagram
ამ შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ დედოფალს თავის მაგიდაზე ისევ აქვს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პორტრეტი. იყო ვარაუდი, რომ ეს პორტრეტი მონარქის მაგიდიდან გაქრებოდა.
Посмотреть эту публикацию в Instagram
საინტერესოა, რომ პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერ ბოულზის, ასევე უილიამისა და ქეით მიდლტონის პორტერებისგან განსხვავებით, ჰარისა და მეგან მარკლის ფოტო უკანაა გაწეული, მას ყვავილების დიდი თაიგული მალავს. ეს იმ ფონზე, როცა სხვა პორტრეტები გამოსაჩენ ადგილას დევს.
Посмотреть эту публикацию в Instagram
გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ და ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.
Посмотреть эту публикацию в Instagram
მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უარი თქვეს სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, მათ სამეფო ძვირფასეულობაზე წვდომაც დაკარგეს. მეგან მარკლს მოსთხოვეს, დაუბრუნოს დედოფალს არა მარტო ის სამკაულები, რომლებითაც მონარქის თანხმობით სარგებლობდა, არამედ ყველა საჩუქარიც. ერთ-ერთი ასეთია ბეჭედი ცისფერი ძვირფასი თვლით, რომელიც მეგანს სამეფო ოჯახის წევრზე, პრინცზე ქორწინების შემდეგ გადაეცა.