ბათუმის საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა

© photo: Government of Ajara / FBბათუმის საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა
ბათუმის საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა

 - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
გამოწერა
ახალ აუზში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტები წვრთნებს რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან.

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა,  რომლის მშენებლობას საფუძველი ერთი წლის წინ ჩაეყარა.

საწვრთნელი აუზის მშენებლობისთვის 1,6 მლნ ლარი დაიხარჯა. აუზი აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.

თანამედროვე და მრავალფუნქციური აუზი აჭარის მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით აშენდა.

ახალი აუზით კურსანტები წვრთნებს უმაღლეს დონეზე, რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მხრიდან  მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზღვაო სფეროში განათლების გაუმჯობესებისთვის.

„ორმაგად სასიხარულოა, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩვენ  ბათუმში ჩვენ გავხსენით საწვრთნელი აუზი, რომელიც მიზნად ისახავ სტუდენტების და მოქმედი მეზღვაურების კვალიფიკაციის ამაღლებას, ეს აუზი დაეხმარება მათ რომ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

ღონისძიების ფარგლებში წარჩინებული კურსდამთავრებულები და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ასევე გაიმართა კონფერენცია „ახალი ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში“, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0