აღმაშენებლის ხეივანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
გამოწერა
გვიან ღამით ავტომობილი ავტოგასამართ სადგურთან განათების ბოძს შეეჯახა, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში გვიან ღამით ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
საშინელი სტატისტიკა: 2020 წელს ავარიებს 450 ადამიანი ემსხვერპლა

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ავტოგასამართ სადგურთან განათების ბოძს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობდნენ.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 94 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,6 ათასი დაშავდა. თბილისში მომხდარი 539 ავარიის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 645 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0