ქართველმა კანოისტმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა

© Rustavi City Hallალექსანდრე წივწივაძე
ალექსანდრე წივწივაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
17 წლის წივწივაძემ სერიოზული განაცხადი ჯერ კიდევ შარშან გააკეთა, როდესაც უნგრეთში „ოლიმპიური იმედების“ ტურნირზე 500 და 1000 მეტრიანი დისტანციები მოიგო.

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე პოლონეთის ქალაქ პოზნანში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
ქართველ კანოისტს ევროპის ჩემპიონატის მედლამდე წამის მეათედები დააკლდა

წივწივაძეს С1 კლასში 1000 მეტრიან დისტანციაზე ტოლი არ ჰყავდა. გამარჯვებულის შედეგმა 4 წუთი 1 წამი და წამის 093 მეათასედი შეადგინა. ქართველმა სპორტსმენმა მეორე ადგილზე გასულ რუს მაქსიმ კარატაევს 1,420 წამით გაუსწრო. შეჯიბრების ბრინჯაოს პრიზიორი იონას ბოეტინგერი (გერმანია) გახდა.

17 წლის წივწივაძემ სერიოზული განაცხადი ჯერ კიდევ შარშან გააკეთა, როდესაც უნგრეთში „ოლიმპიური იმედების“ ტურნირზე 500 და 1000 მეტრიანი დისტანციები მოიგო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0