ერევნის თბოსადგურზე ძლიერი ხანძარია

ერევნის თბოსადგური
 - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა ვერ მოახერხა ორმა სახანძრო ბრიგადამ, მათ დაემატათ კიდევ ხუთი ბრიგადა და სპეციალური ქვედანაყოფები.

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. ერევნის თბოელექტროსადგურზე ძლიერი ხანძარია, იუწყება Sputnik-სომხეთი.

წინასწარი მონაცემებით, სამი ჰექტარის ტერიტორიაზე ბალახი იწვის.

ხანძარს განსაკუთრებული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. ადგილზე მუშაობს შვიდი სახანძრო ბრიგადა და სამი დამატებითი ჯგუფი, მათ შორის სამაშველო ძალების სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფი.

ადგილზე იმყოფება ასევე სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე ტიგრან პეტროსიანი.

ყველა ახალი ამბავი
0